აქტივები და პასივები – მათთვის ვისაც არ წაუკითხავს წიგნი “მდიდარი მამა, ღარიბი მამა”

ჩვენი ყველას სურვილი არის ფულის მიზანმიმართულად განკარგვა, ამისათვის კი საჭიროა მათ ინვესტორის თვალით შევხედთ, ასეთ შემთხვევაში მის სწორად განკარგვას შევძლებთ. პირველრიგში ჩვენ უნდა შევძლოთ განხვასხვავოთ ერთმანეთისგან აქტივები და პასივები, ამის შემდგომ კი იწყება ყველაფერი. აქტივებისა და პასივების შინაარს ყველაზე კარგად რობერტ კიიოსაკი ხსნის: „ აქტივები ეს არის ის რაც თქვენს ჯიბეში ფულს დებს, ხოლო პასივები– ეს არის ის, რაც თქვენი ჯიბიდან ფულს იღებს.“ შესაძლოა ზოგიერთი ამ განმარტებას არ დაეთანხმოს და თუ ბუღალტრული ენით მივუდგებით მაშინ, აქტივები არის ის რაშიც თქვენ ფული ჩადეთ, ხოლო პასივები ეს არის თქვენი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა კიიოსაკის განმარტება იძლევა მარტივ განმარტებას იმაზე თ თქვენ რა გაგაჩნიათ. უფრო მარტივად და ცხოვრებისეულ მაგალითზე რომ განვიხილოთ მოვიყვანოთ ესეთი მაგალითი : ჩვენს საფულეში არსებული ფული ეს არის პასივი ვინაიდან მას არ შეუძლია არანაირი სარგებლის მოტანა სანამ იქ იქნება, ხოლო როდესაც მას ამოვიღებთ საფულიდან და შევიტანთ ბანკში დეპოზიტძე იქ დაგვერიცხება პროცენტი ანუ ეს არის აქტივი, მას მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია პასიური შემოსავლის მოტანა. კიდევ ერთი მაგალითი არის ის რომ „მდიდრები იძენენ აქტივებს, ღარიბებს კი მხოლოდ ხარჯები აქვთ. ისინი იძენენ პასივებს რომელსაც აქტივად მიიჩნევენ.“ მგონი უკვე უნდა გაოგეტანათ დასკვნა მაგრამ მაინც ვიტყვი რომ რაც უფრო ნაკლები პასივია თქვენს ანგარიშზე და მეტი აქტივი მით მეტ სარგებელს ნახავთ.

რა არის ქოენბის სარგებლიანობა?

ხშირად ამა თუ იმ ნივთის ფლობის დიდი სურვილის გამო, ჩვენ უარს ვეუბნებისაკუთარ თავს დამატებითი შემოსავლის ფლობაზე და ხშირად ამაზე არც კი ვფიქრობთ. ჩვენ გვავიწყდება რომ ყველაფერს აქვს ორი ფასი, ერთი არის ყიდვის ფასი მეორე კი ფლობის ფასი. ღარიბებს არ აქვთ ატივები მათი მთლიანი ქონება პასივია რომელსაც ხარჯის მეტი არაფერი არ მოაქვს.

ყველა ფინანსური გეგმის და რა თქმა უნა ჩვენი დღევანდელი სტატიის მიზანი არის ვისწავლოთ და გასწავლოთ პასიურ შემოსავლებზე ცხოვრება. პირველრიგში რა თქმა უნდა საჭიროა გავიგოთ რა აქტივების და პასივების განმკარგველები ვართ და რამდენად დაბალანსებულია ისინი. ბევრ ჩვენგანს სურს ფული მაგრამ არ სურს ისწავლოს მასთან ურთიერთობა. ხშირად გვსმენია ფრაზა რომ ფულს მოაქვს ფული მაგრამ, უფრო სწორი არის სიტყვა პროცესი. პროცესს მოაქვს ფული. ხშირად გვსმენია ისეთი შემთვევა როდესაც ლატარეაში ფული მოუგიათ და შემდეგ გაკოტრებულან ვინაიდან მათ არ გაუვლიათ პროცესი და ისინი სწავლის პროცესს არჩევენ რომ ჰქონდეთ ფიქსირებული ხელფასი.

იმედი გვაქვს ჩვენი დღევანდელი სტატია თქვენთვის ნაყოფიერი იქნება და წინსვლას შეგმატებთ ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე.

წარმატებები!