დროის მენეჯმენტი – წარმატების საიდუმლო

დრო თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული რესურსია რაც კი გაგვაჩნია, აქედნ გამომდინარე მისი სწორა გამოყენება აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

დროის მენეჯმენტი, დროის მართვა
დროის მენეჯმენტი, დროის მართვა

დრო ყველა ადამიანისათვის ერთნაირი რაოდენობით არის, დღე–ღამეში 24 საათი, ზუსტად იმდენივე რამდენიც ჰქონდათ აინშტაინს, ბეთჰოვენს, მოცარტს, მაიკლ ჯორდანს და სხვა მრავალ წარმატებულ ადამიანს, მაგრამ მაინც ისინი გამოირჩევიან ჩვენგან და რატომ? პასუხი მარტივია მათ იცოდნენ დროის სწორად მართვა და ამ დროში მაქსიმალური შედეგის მიღწევა. მათ ისწავლეს ყველაზე ღირებული რესურსის სწორად მართვა და მიაგნეს გზებს , რომლებიც ეხმარებოდათ მათ დროის ეფექტიანად გამოყენებაში.

მე შევეცდები მოგცეთ მცირე რჩევა დროის სწორად მართვასთან დაკავშირებით რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს პროდუქტიულობას.

რას ნიშნავს დროის მენეჯმენტი

დროის მენეჯმენტი ნიშნავს და პირველრიგში მოითხოვს გაანალიზოთ როგორ ხარჯავთ ყოველდღიურად თქვენს თითოეულ წამს, შემდეგ კი დასახოთ გზები თუ როგორ გამოიყენოთ ყოველივე წამი პროდუქტიულად.

ამ ყველაფრის გაანალიზების დროს თქვენ მოგიწევთ რომ უარი თქვათ და აღმოფხვრათ ყველა ის აქტივობა რაც თქვენი დროის ფლანგვას უწყობს ხელს. დროის სწორად მართვა ასევე მოიცავს იმას თუ როგორ დავსახოთ პრიორიტეტები და რომელი საქმე უნდა გავაკეთოთ პირველრიგში. ეს გვეხმარება ჯერ შევასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებები და შემდგომ მივხედოთ წვრილმანებს.

დასკვნა

თუ ჩვენ შევძლებთ ისეთი აქტივობების თავიდან მოშორებას , რომელიც დროს ფუჭად გვაკარგვინებს, შევძლებთ საქმეების პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებას და დავსახავთ გზებს მათ შესასრულებლად შევძლებთ ვაკონტროლოდ დრო.