სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში საშუალო შემოსავალი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყოველწლიურად 7%-ით იზრდებოდა.ზრდის ასეთი ტემპის შემთხვევაში საშუალო შემოსავალი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება.ამ უღარიბესმა ქვეყნებმა უმოკლეს დროში მოიპოვეს ადგილი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს შორის.

მწარმოებლურობა:მისი როლი და დეტერმინატები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავებების ახსნა,ერთი მხრივ ძალიან იოლია.ახსნა შეიძლება შედგებოდეს ერთი სიტყვისგან მწარმოებლურობა,მეორე მხრივ საერთაშორისო მრავალფეროვნება რთული ასახსნელია.

მწარმოებლურობა ცხოვრების დონის ძირითად დეტერმინანტად წარმოგვიდგება ქვეყნები.ეკონომიკის მშპ ერთდროულად ორ რამეს ასახავს:ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალსაც და ეკონომიკაში საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებსაც.

როგორ გაინსაზღვრება მწარმოებლურობა

ფიზიკური კაპიტალი-მშრომელები უფრო მწარმოებლურები არიან თუ შრომისთვის საჭირო იარაღრები აქვთ.იმ მოწყობილობების მარაგს რომელსაც საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოიყენება,ფიზიკური კაპიტანი ან უბრალოდ კაპიტალი ეწოდება.

ადამიანური კაპიტალი-ადამიანური კაპიტალი ეკონომისტების ტერმინია იმ ცოდნისა და უნარის აღსანიშნავად  რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული მუშაობის გზით იძენს.

ბუნებრივი რესურსები-ის მასალაა რომელსაც ბუნება გვაძლევს.მაგ:მიწა,წყალი,ტყე.ბუნებრივი რესურსები ორი სახისაა:განახლებადი და არაგანახლებადი.ბუნებრვ რესურსებს შორის განსხვავება ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების ერთ-ერთი მიზეზია.მიიუხედავადდ იმისა რომ ბუნებრივ რესურსებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება,მათი არსებობა სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის,რომ ეკონომიკა დიდად მწარმოებლური იყოს.

ტექნოლოგიური ცოდნა-საქონლისა და მომსახურების საუკეთესო გზების შერჩევის უნარი.ტექნოლოგიური ცოდნა მრავალგვარია.ზოგი ტექნოლოგია საყოველთაოა-მას შემდეგ რაც მას ერთი ადამიანი გამოიყენებს,ყოველთვის ცნობილი ხდება.ზოგი ტექნოლოგია გასაიდუმლოებულია-მის შესახებ მხოლოდ იმ კომპანიამ იცის რომელმაც ის აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა რომ ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული,მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა.ტექნოლოგიური ცოდნა იმაზე მეტყველებს როგორ ერკვევა საზოგადოება მსოფლიოს მიღწევებში.

დანაზოგებისა და ინვესტიციების დიდი მნიშვნელობა

რადგან კაპიტალი წარმოების წარმოებული ფაქტორია,ამიტომ საზოგადოებას შეუძლია თავის ხელთ არსებული კაპიტალის რაოდენობის შეცვლა.თუ ეკონომიკა დღეს ახალი კაპიტალური საქონლის დიდ რაოდენობას აწარმოებს,ხვალ მას კაპიტალის უფრო დიდი მარაგი ექნება და შეეძლება ყველა ტიპის საქონლისა და მომსახურების უფრო დიდი რაოდენობა აწარმოოს.ამგვარად მომავალი მწარმოებლურობის ზრდის ერთ-ერთი საშუალებაა დღევანდელი რესურსების მეტი აოდენობის ინვესტირება კაპიტალის წარმოებაში.

კლებადი უკუგება და მკვეთრი ზრდის ეფექტი

საწარმოო პროცესის ტრადიციული ხედვა იმაში მდგომარეობს რომ კაპიტალი კლებადი უკუგებით ხასიათდება: როცა კაპიტალის მარაგი იზრდება,კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან წარმოებული დამატებითი პროდუქციის რაოდენობა მცირდება.

კაპიტალის კლებადი უკუგებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამომდინარეობს:სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება,თუ საწყისი წერტილი მისთვის სიღარიბეა.ეკონომიკურ ზრდაზე საწყისი პირობებისამ ზემოქმედებას ზოგჯერ მკვეტრი ზრდის ეფექტი ეწოდება.

უცხოური ინვესტიციები

უცხოური ივესტიციები რამდენიმე სახისაა:

კაპიტალურ ინვესტიციას რომლის მფლობელი და წარმმართველია უცხოური ფირმა უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ეწოდება,ინვესტიციას რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ იმართება,უცხოური პორტფელური ინვესტიცია ეწოდება.

უცხოური ინვესტიციები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ მშპ-ზე და მეპ-ზე.უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთი გზაა.მიუხედავად იმისა რომ ამ ინვესტიციების სარგებლობის ნაწილი ისევ უცხოეთში ბრუნდება,ეს ინვესტიცია მაინც ზრდის ეკონომიკის კაპიტალის მარაგს,

განათლება

განათლებას-ადამიანური კაპიტალის ინვესტირებას-ქვეყნის გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური წარმატებისთვის სულ ცოტა ისეთივე მნიშვნელობა აქვს როგორიც ფიზიკური კაპიტალის ინვესტირებას.ადამიანური კაპიტალის ინვესტირებას ფიზიკური კაპიტალის ინვესტირების მსგავსად ალტერნატიული დანახარჯი აქვს.

ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს რომ ადამიანურ კაპიტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისთვის,ვინაიდან ადამიანური კაპიტალი დადებიოთი გარეგანი ეფექტებით ხასიათდება.გარეგანი ეფექტი ერთი პირის ქმედების გავლენაა სხვა პირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საკუთრების უფლებები და პოლიტიკური სტაბილურობა

კიდევ ერთი საშუალება რომლითაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას,საკუთრების უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა.

ერთ-ერთი საშიშროება რომელიც საკუთრების უფლებებს ემუქრება,პოლიტიკური არასტაბილურობაა.ეკონომიკური კეთილდღეობა ნაწილობრივ პოლიტიკურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებულია.ქვეყანას სადაც ეფექტიანი სასამართლო სისტემა,პატიოსანი მთავრობა და სტაბილური კონსტიტუცია არსებობს ცხოვრების უფრო მაღალი დონე ექნება,ვიდრე ქვეყანას სუსტი სასამართლო სიოსსტემით,კორუმპირებული მთავრობით და ხშირი რევოლუციებითა თუ გადატრიალებებით.

თავისუფალი ვაჭრობა

მსოფლიოს რამდენიმე უღარიბესმა ქვეყანამ სცადა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება შიდა ბაზარდე ორიენტირებული პოლიტიკის მეშვეობით.ასეთ პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნის მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ამაღლებას დანარჩენ სამყაროსთან უსრთიერთობის შეზღუდვის გზით.დღევანდელ ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის რომ ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია მაში როდესაც ეს ქვეყნები მსოფლიო ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკას მიმართავენ,რომელიც ამ ქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკაში აერთიანებს.

ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობას განსაზღვრავს არა ამრტო მთავრობის პოლიტიკა,არამედ გეოგრაფიაც.იმ ქვეყნებისთვის რომელთაც კარგი ბუნებრივი პორტები აქვთ,ვაჭრობა ბევრად უფრო ადვილია ვიდრე იმ ქვეყნებისთის რომელთაც ასეთი რესურსები არა აქვთ.

მეცნიერული კვლევები და განვითარება

ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი იმისა რომ ცხოვრების დონე დღეს უფრო მაღალია ვიდრე საუკუნის წინ იყო,ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებაა.მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიის განვითარების უდიდესი ნაწილი ფირმებისა და ცალკეული გამომგონებლების კერძო კვლევების შედეგია,ამ კვლევების მხარდაჭერა საზოგადოების ინტერესებშიც შედის.კიდევ ერთ ხერხი რომლითაც მტავრობა ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევებს                           სისტემის გამოყენებაა.როდესაც პირი ან ფირმა ახალ პროდუქტს აღმოაჩენს.მთავრობა პატენტს გასცემს რაც გამომგონებელს გარკვეული პერიოდის განმავლობასი ან პროდუქტის წარმოებაზე ექსკლუსიურ უფლებას აძლევს.

მოსახლეობის ზრდა

ეკონომისტბი და სხვა სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები მუდამ კამათობენ იმის შესახებ რა გავლენას ახდენს მოსახლეობის ზრდა საზოგადოებაზე. ყველაზე ცხადად ეს გავლენა სამუშაო ძალის ზრდაში გამოიხატება.

მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის ზრდა განვითარებადი ქვეყნების სიღარიბის მთავარი მიზეზი არ არს ზოგი ანალიტიკოსი თვლის რომ ზრდის ტემპების შემცირებაამ ქვეყნებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დაეხმარება.კიდევ ერთი გზა რომლის მეშვეობითააც ქვეყაას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ზრდაზე,არის ეკონომიკის ათი პრინციპიდან ერთ-ერთის გამოყენება:ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ.