ვინაიდან ონლაინ სესხები ძალიან პოპულარული გახადა რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა და სურს რომ ყველაფერი დეტალურად იცოდეს, ერთ–ერთი ასეთი საკითხი არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ამ სტატიით შევეცდები აგიხსნათ რას ნიშნავს წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

რას არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.”

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ ყველასთვის გასაგებ ენაზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეს არის მომხმარებლის მიერ გაწეული ყველა დანახარჯის ერთობლიობა რომელშიც შედის სესხის მთლიანი, ძირი თანხა, სესხის პროცენტი და ყველა სხვა საკომისიო. ეს პროცენტი განისაზღვრება ერთჯერადად და ძალაშია ხელშეკრულების ამოწურვამდე.

ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია მოთხოვოს რომ სესხის გამცემმა კომპანიამ წარმოუდგინოს ეს ინფორმაცია ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს ნებისმიერ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ მოახდიონს მომხმარებლის ინფორმირება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ჩვენს ვებ გვერდზე ყველა ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკეთი არის მითითებული.

ონლაინ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დროს შეიძლება არ ჩაითვალოს ისეთი ერთჯერადი ხარჯები როგორიც არის სესხის გადავადების საკომისიო, ვადაზე ადრე გადახდა და ა.შ.
განვიხილოთ მაგალითი :  100 ლარიანი სტანდარტული სესხის აღება 10 დღით.  ესეთი სესხის საპროცენტო განაკვეთი დღიურად 0,7% არი, აქედან გამომდინარე დღეში თქვენი გადასახდელი თანხა იქნება 70 თეთრი, ანუ 10 დღეში 7 ლარი. ესეიგი იღებთ 100 ლარს და აბრუნებთ 107 ლარს .

 

რამდენია ონლაინ სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ქვემოთ მოცემულია წლიური საპროცენტო განაკვეთის დათვლის სტანდარტული ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც არის გამოანგარიშებლი ონლაინ სესეხბის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

რატომ აქვთ ონლაინ სესხების კომაპნიებს ამხელა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

რა თქმა უნდა ბევრი მომხმარებელი შეჩვეულია ბანკში რომ საპროცენტო განაკვეთი 15-20 % არის და ონლაინ სესხებზე ამხელა საპროცენტო გნაკვეთი დამაბნეველია.

მოდი კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ :  ვთქვათ მეგობარმა 300 ლარი გასესხათ რომელიც მას 2 დღეში უნდა დაუბრუნოთ. თქვენ ეს თანხა 2 დრეში დააბრუნეთ და დამატებით თქვენი მეგობარი ლუდზეც დაპატიჟეთ რაც 6 ლარი დაგიჯდათ. თუ ამას თანხის სარგებლად გავატარებთ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 3648,28 %. ესეიგი საპროცნეტო განაკვეთი ჩანს დიდი ვინაიდან თქვენ სესხი მხოლოდ 2 დღით გქონდათ აღებული. რაც უფრო მოკლე ვადით იღებთ სესხს პროცენტი უფრო იზრდება თუმცა ეს არნიშნავს რომ 3648,28 % ით მეტს გადაიხდით.
როგორც უკვე მიხვდით ონლაინ სესხების მოკლევადიანობა განაპიროებს პროცენტის გაზრდას თუმცა 1 თვიანი ვადის სარგებელი ხშირ შემთხვევაში 21% ს არ აღემატება

ასე რომ უკვე იცით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შინაარსი და მისმა სიდიდემ არ უნდა შეგაშინოთ, თუმცა რა თქმა უნდა უკეთესია რაც უფრო დაბალი იქნება პროცენტი.

გისურვებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და წარმატებას

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *