თანამედროვე მენეჯმენტი

ეფექტური მენეჯერი ბიზნეს საქმიანობაში
ეფექტური მენეჯერი

მენეჯერები მუშაობენ კორპორაციებსა და ორანიზაციებში  – მართავენ მას და წარმართავენ ორგანიზებულ სამუშაოებს. ოგანიზაცია მისი არსის მიხედვით არის გაერთიანება იმ ადამიანებისა, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმებულად დასახული მიზნის მიღწევის მიზნით. მენეჯერები არიანნ წარმოდგენილნი შემდეგი მმართველობითი ფუნქციებით.

  • დაგეგმვა
  • ორგანიზაცია
  • მოტივაცია
  • კონტროლი

პირველი კომპონენტი ადგენს მოქმედების არეალს ანუ მის ჩარჩოებს, რა ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს საქმიანობა ამა თუ იმ დონეზე. ამ კომპონენტის ძირითადი მახასიათებელია და სტრატეგიის დადგენა, რათა კოორდინირებულად მოხდეს შემდგომი მოქმედებები. მენეჯერი არის გული ორგანიზაციისა, ის განსაზღვრავს თუ ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორი სახით. ეფექტურობა, რაც ყველაზე მთავარია მენეჯერისთვის, მიიღწევა ოთხივე თვისების გამომუშავებით, ანდა არსებობოთ.

მენეჯერებს მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეთ განვითარებულნი გადაწყვეტილების მიღების უნარი. გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული საქმე, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მიღება არ არის იოლი. პრობლემის გადაჭრა სულ ორი პროცესით ხასიათდება, ეს არის პრობლემის აღმოჩენა და მისი გადაჭრა.

კონფლიქტების მენეჯმენტის ხელოვნება

ეფექტურ მენეჯერს უნდა შეეძლოს კონფლიქტის დამოუკიდებლად აღმოფხვრა და ამითი ორგანიზაციის საქმიანობა წინ წასწიოს, კომფლიქტებს ყოველთვის როდი აქვს ნეგატიური დატვირთვა, შესაბამისად, ეფექტურ მენეჯერს შეუძლია პოზიტიური შედეგების დადება. მენეჯერმა უნდა დააბალანსოს ურთიეთობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პრობლემის გადაჭრა იოლად გვეჩვენება, სულაც არ არის იოლი. ამიტომაც, ეფექტური მენეჯერი მზადდება იმისთვის, რომ წინასწარ შეძლოს ორგანიზაციის მომავლის განსაზღვრა. კონფლიქტის წარმოშობის ძირითადი მიზეზი არის თანამშრომლის ზერელე დამოკიდებულება საქმისადმი, თუმცა თუ მენეჯერი კრნის მოდელს მიმართავს, იგი შეძლებს ამ კონფლიქტის დროულად და საფუძვლიანად აღმოფხვრას. ეს მეთოდი მოიცავს – პერსონალის ეფექტიანობის ამაღლების 5 ძირითად მეთოდს. რომლებიცაა: ანალიზი, სამოქმედო გეგმის შედგენა, გადასახადები, წესრიგში მოყვანა და მოქმედება.

მოქნილობა და შემოქმედებითობა

ბიზნეს გარემო დღესდღეისობით ძალიან შეიცვალა, განვითარდა მსოფლიო, ტექნოლოგიები და ბიზნეს გარემოც უფრო კომპლექსური და სწრაფი გახდა. სისწრაფეში მენეჯერებს უწევთ უამრავი პრობლემის გადაჭრა დროის შეზღუდულ პერიოდში. მიუხედავად ამ სირთულეების აღმოცენებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის მოდერნიზება შეუძლებელია რეგულარული განვითარების გარეშე. მოქნილობის დეფინიცია შემდეგნაირია:  ,, იგი უნარია, შეძლო განსხვავებულ სიტუაციაში ცვლილების განხორციელება, თანაც ისე, რომ ამ გადაწყვეტილებამ კომპანიას წარმატება მოუტანოს“. შემოქმედებითობა ეს არის უახლესი და თანაც ეფექტური იდეების წარმოება ან პირდაპირ გამოყენება. შემოქმედებითობა, სიტყვა რომელიც მიუთითებს განსაკუთრებული ნიშან-თვისების მატარებელ ადამიანზე, ერთობ უმნიშვნელოვანესი უნარია. რომლითაც ეფექტური მენეჯერი უნდა ხასიათდებოდეს.

კომუნიკაციის ხელოვნება

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზე დადებითად აისახება არის – კომუნიკაცია, კომუნიკაცია მენეჯერებსა და მენეჯერზე დაქვემდებარებულ პერსონალს შორის. ტექნიკის განვითარებამ შეცვალა კომუნიკაციის საშუალებები და მეთოდები. მაგალითად, მენეჯერს შეუძლია კომუნიკაცია დაამაროს პერსონალთან სატელეფონო საშუალებით, შეხვედრებით, კომპიუტერული კონფერენციებით და ასე შემდეგ.

შეგვიძლია მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ, მენეჯერები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებასა და განვითარებაში. საქმის პროფესიონალი, ეფექტური მენეჯერი ორგანიზაციას წარმატებას უქადის.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *