ლარის კურსი

ჩვენს დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთ აქტუალურ თემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, ამიტომ დღეს გვინდა შევეხოთ იმ ფაქტორებს რაც ლარის კურსის ცვალებადობას იწვევს. გარდა ლარის გაუფასურებისა, ხდება საქონლის გაძვირება, რაც მოსახლეობის ცხოვრებასაც აძვირებს.

არსებობს რამოდენიმე მიზეზი რაც სავალუტო კურსის ცვლილებას იწვევს და ესენია :

  • პოლიტიკური სტაბილურობა: ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან მოქმედებს სავალუტო კურსზე, რაც უფრო სტაბილურია ქვეყნის პოლიტიკა ის უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, ანუ მეტი უცხოური ვალუტა შემოიდს ქვეყანაში.
  • საბანკო ოპერაციები : ბანკები ხშირად სპეკულირებენ ეროვნული ვალუტით. ყოველი გარკვეული პერიოდის ინტერვალში კომერციული ბანკები საქართველოს სახელმწიფო ბანკს ლარზე მოთხოვნას უკეთებენ, ხშირ შემთხვევაში ეს მოთხოვნა იმაზე მაღალია ვიდრე რეალურად ბაზარზე არის ჭარბი ფულის შემოდინება კი ეკონომიკაში ინფლაციას იწვევს.

ინფლაცია

არის კიდევ მთელი რიგი მიზეზები, რაც ვალუტის კურსის ცვლიელაბს იწვევს და ერთ-ერთი მათგანია ინფლაცია, რაც გულისხმობს პროდუქტის ფასების ზრდას.

ხშირად გვსმენია ფრაზა ან ჩვენც გაგვიფიქრებია, რომ ადრე ლარის კურსი უფრო მყარი იყო, გვახსოვს დრო როდესაც 1$ 1.28 ლარს უდრიდა და ა.შ. დღეს კი მისი ოფიციალური კურსი 2.70 არის, თუმცა ამაზე მაღალიც გვახსოვს. პირველრიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ლარის კურსის ესეთი ცვალებადობა წინა წლებთან შედარებით გამოიწვია ჩვენი ცხოვრების დონის გაზრდამ, ამაში კი ვგულისხმობ იმას, რომ გაიზარდა იმპორტული საქონელის რაოდენობა. ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთების 95% იმპორტული საქონელია რაც პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ლარის კურსზე, ხოლო წინა წლებში ლარის სიმყარე სწორედ ამ იმპორტული საქონელის ნაკლებობით იყო გამოწვეული (ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო). წარმოვიდგინოთ თქვენ გაქვთ ბიზნესი, სუპერმარკეტი, იქ არსებული საქონლის უმეტესობა იმპორტულია, როდესაც თქვენ გსურთ მარაგის შევსება უკავშირდებით უცხოელ მომწოდებელს და საფასურს იხდით უცხოურ ვალუტაში დოლარში, ხოლო როდესაც ვალუტის კურსი გაიზრდება თქვენ იგივე რაოდენობის საქონლის შესაძენად ახლა უფრო მეტი ლარი გჭირდებათ, ხოლო იმისთვის რომ ეს დანახარჯი აინაზღაუროთ აძვირებთ პროდუქტის ფასს.

ეს ყველაფერი იწვევს ცხოვრების გაძვირებას, ხალხს აღარ ყოფნის შემოსავალი იმ პროდუქტების საყიდლად რისთვისაც ადრე ყოფნიდათ, ამიტომ იწყებენ სესხის აღებას. აკითხავენ ბანკებს, ან კიდევ სწრაფი სესხების კომპანიებს, რომლებიც მრავლად არის საქართველოში.

ვალუტის კურსი ნოემბრის ბოლომდე კიდევ უფრო აიწევს, და შემდეგ დასტაბილურებას დაიწყებს, ეს ყოველთვის სეზონური იყო ვინაიდან , ზაფხულობით ბევრი ტურისტი შემოდის და უცხოური ვალუტა იხარჯება ხოლო ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში კი ტურისტები საერთოდ არ არიან, დკემბერშ კი ზამთრის კურორტებზე მეტნაკლებად გვყავს დამსვენებლები, ასე რომ ვალუტის კურსის ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ.