1)ეკონომიკური რყევები არარეგულარული და არაპროგნოზირებადია

ეკონომიკაში რყევებს ხშირად ბიზნესის ციკლს უწოდებენ,როგორც ტერმინიდანაც ჩანს ეკონომიკური რყევები ბიზნესის პირობების ცვლილებებს შეესაბამება.როდესაც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სწრაფია,კარგი ბიზნეს პირობები იქმნება.ფირმებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს და შემოსავალიც იზრდება.მეორე მხრივ როცა რეალური მშპ მცირდება ბიზნესში პრობლემები ჩნდება.რეცესიის დროს ფირმების მიერ გაყიდული საქონლის რაოდენობა და გაყიდვიდან მიღებული მოგება მცირდება.

2)მაკროეკონომიკურ სიდიდეთა უმრავლესობა ერთდროულად მერყეობს

რეალური მშო ყველაზე ხშირად გამოიყნება ეკონომიკაში მოკლევადიან ცვლილებებზე დაკვირვებისთვის,რადგან ის ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მრავალმხრივი მახასიათებალია.რეალური მშო არის დროის მოცემულ მონაკვეთში ყველა წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების ღირებულების საზომი.ამას გარდა,რეალური მშპ ეკონოიკის ყველა სუბიექტის მთლიანი შემოსავლის საზომია,მაგრამ ხშირად მოკევადიან რყევებზე დაკვირვებისთვის დიიდ მნიშვნელობა არ აქვს ეკონომიკური აქტივობის რომელ მახასიათებელს ავიღებთ.იმ მაკროეკონომიკური ცვლადების უმეტესობა,რომლებიც გარკვეული სახის შემოსავლის ხარჯებსა თუ წარმოებს ახასიათებს,თითქმის ერთდროულად მერყეობს როდესაც რეცესიების დროს რეალური მშპ მცირდება,შესაბამისად მცირდება პირადი შემოსავალიც,კორპორაციების მოგებაც,საინვესტიციო ხარჯებიც,პროდუქციის მოცულობაც და ა.შ. რადგან რეცესია ფართო ეკონომიკური ფენომენია,ამიტომ მრავალ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთან მიმართებაში იჩენს თავს.

3)როცა წარმოება მცირდება უმუშევრობა იზრდება

ცვლილებები საქონლისა და მომსახურების წარმოებაში მჭიდროდ უკავშირდება ეკონომიკაში სამუშაო ძალის ათვისების მასშტაბის ცვლილებას.სხვაგვარად რომ ვთქვათ,როცა რეალური მშპ მცირდება უმუშევრობის დონე იზრდება.ეს არც არის გასაკვირი როდესაც ფირმები ნაკლები რაოდენობის საქონლისა და მომსახურების წარმოებას გადაწყვეტენ,ისინი ათავისუფლებენ პერსონალს და ზრდიან უმუშევართა რიგებს.
მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების ახსნა
ორ ძირითად მოსაზრებას ეყრდნობა:კლასიკურ დიქტომიას და ფულის ნეიტრალიტეტს.კლასიკური დიქტომია არის ცვლადების დაყოფა რეალურ ცვლადებად და ნომინალურ ცვლადებად.მაკროეკონომიკის კლასიკური თეორიის მიხედვით,ფლის მიწოდების ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს ნომინალურ და არარეალურ ცვლადებზე.ფულს კლასიკურ ეკონომიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.თუ ფულის რაოდენობა ეკონომიკაში გაორმაგდება,ყველაფრის ფასი გაიზრდება და ყველას შემოსავალი გაორმაგდება.ცვლილება ნომინალური იქნება.ის რაც ადამიანებისთვის რეალურად მნიშვნელოვანია არის სამსახურის ქონა,იმ საქონლის რაოდენობა რომლის შეძენაც ხელფასით შეუძლიათ.ეს ყველაფერი კი იგივე დარჩება.
ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების დროს თავდაპირველად სწორედ ნომინალური ცვლადები გვხვდება თვალში,რადგან ეკონომიკური ცვლადები სწორედ ნომინალური ცვლადები გვხვდება თვალში,რადგან ეკონომიკური ცვლადები სწორედ ფულში გამოისახება.თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეალური ცვლადები და ეკონომიკური ძალები,რომლებიც ნომინალურ ცვლადებს განსაზღვრავს.

ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელი

მოკლევადიანი ოერიოდის ეკონომიკის ჩვენეული მოდელი ძირითადად ორ ცვლადს ემყარება.პირველი ცვლადი არის ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა,რომელიც რეალური მშპ-ს მიხედვით იზომება.მეორე ცვლადი არის ის ფასების საერთო დონე სამომხმარებლო ფასების ინდექსის ან მშპ დაფლატორის მიხედვით წარმოების მოცულობა რეალური ცვლადია,ხოლო ფასების დონე ნომინალური.შესაბამისად ამ ორ ცვლადს შორის ურთიერთმიმართების აღნიშვნით ხაზს ვუსვამთ კლასიკური დიოქტომიის გაუქმებას.
დიდია ცდუნება ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელი განვიხილთ,როგორც მხოლოდ გავრცელებლი ვარიანტი,მაგრამ ფაქტობრივად ეს მოდელი სრულად განსხვავებულია.როდესაც განვიხილავთ მოთხოვნისა და მიწოდების კონკრეტულ ბაზარზე,მაგალითად ნაყინის ბაზარზე,მყიდველებისა და გამყიდველების ქცევა დამოკიდებულია რესურსების უნარზე,გადაინაცვლონ ერთი ბაზრიდან მეორეზე.როდესაც ნაყინის ფასი იზრდება,მოთხოვნის რაოდენობა მცირდება ეს მაკროეკონომიკური ჩანაცვლება ერთი ბაზრიდან მეორეზე შეუძლებელი ხდება მაშინ როდესაც მთლიანი ეკონომიკის ანალიზს ვაკეთებთ.
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს საქონლისა და მომსახურების რაოდენობას ეკონომიკაში ფასების თითოეულ მოცემულ დონეზე.
Y=C+I+G+NX
Y- მშპ,C-მოხმარების, I-ინვესტირების, G-საყელმწიფო შესყიდვები, NX-სახელმწიფო შესყიდვები.
სახელმწიფო შესყიდვები მუდმივ სიდიდედ განიხილება,რამდენადაც მას მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრავს,მაგრამ დანარჩენი სამი კომპონენტი მოხმარება,ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი დამოკიდებულია ეკონომიკურ პირობებზე.იმისათის რომ გავიგოთ ერთობლივი მოთხოვნის მრდის კლებადობის მიზეზი,უნდა გამოვიკვლიოთ რა გავლენას ახდენს ფასების დონე საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობაზე,რომელზეც არის მოთხოვნა მოხმარებისთვის,ინვესტირებისა და წმინდა ექსპორტისთვის. მოთხოვნა და მიწოდება

ფასების საერთო დონის შემცირების დროს საქონლისა და მომსახურებაზე მოთხოვნის ეაოდენობის გაზრდის სამი განსხვავებული მაგრამ ურთიერთდაკავშირებული მიზეზი არსებობს.
1)მომხმარებელი თავს უფრო შეძლებულად გრძნობს,რაც ზრდის მოთხოვნას სამომხმარებლო საქონელზე
2)მცირდება სარგებლის განაკვეთი,რაც ზრდის მოთხოვნის საინვესტიციო საქონელზე
3)მცირდება სავალუტო კურსი რაც ზრდის მოთხოვნას წმინდა ექსპორტზე
ეს სამი ეფექტი საწინააღმდეგო მიმართულებითაც მოქმედებს.როდესაც ფასების დონე იზრდება,სიმდიდრის შემცირების გამო კლებულობს სამომხმარებლო დანახარჯები,სარგებლის გაზრდილი განაკვეთი ამცირებს საინვესტიციო დანახარჯებს,ვალუტის ღირებულების გაზრდა კი წმიდნა ექსპორტს.

მოთხოვნა და მიწოდება

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *