რატომ შეიძლება გადაადგილდეს ერთობლივი მოთხოვნის მრუდი
ერთბლივი მოთხოვნის მრუდის კლებადობა იმაზე მიუთითებს რომ ფასების დონის შემცირება საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის საერთო რაოდენობას ზრდის,თუმცა მოთხოვნის რაოდენობაზე ფასების დონის გარდა ბევრის ხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას.არსებობს ბევრი შესაძლო შემთხვევა რდესაც ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება.
1)მოხმარების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებებია
2)ინვესტიციების ცვლილებით გამოწბვეული გადაადგილებები
3)სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები
4)წმინდა ექსპორტი ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები

ერთობლივი მიწოდების მრუდი
ერთობლივი მიწოდების მრუდი ასახავს საქონლისა და მოსმახურების იმ რაოდენობას,რომელსაც ფირმები აწარმოებენ და ყიდიან ფასების თითოეულ დონეზე.კავშირი ფასების დონესა და მიწოდების რაოდენობას შორის დამკიდებულია დროის ინტერვალზე.გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდების მრუდი ვერტიკალურია,მაშინ როცა მოკლევადიან პერიოდში ეს მრუდი ზრდადია.
როდესაც იმ ძალებს ვაანალიზებთ,რომლებიც გრძელვადიან ზრდაზე ახდენს გავლენას მაშინ არ დაგვჭირდება ფასების საერთო დონის გამოყენება რადგან ფასების დონე რეალურ მშპ-ს ამ გრძელვადიან პერიოდის დეტერმინატებზე გავლენას არ ახდენს,გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწდების მრუდი ვერტიკალურია სხვადასხვაგვარად რომ ვთქვათ გრძელვადიან პერიოდში კაპიტალი,შრომა და ტექნოლოგია განსაზღვრავს ეკონომიკაშ საქონლისა და მომსახურების მიწოდების რაოდენობას,ხოლო მიწოდების რაოდენობა,ფასების დონის მიუხედავად უცვლელი რჩება.

რატომ შეიძლება გადაადგილდეს გრძელვადიანი პეროდის ერთობლივი მიწოდების მრუდი
გრძელვადიანი პერიოდის წარმოების დონეს ზოგჯერ პოენციური წარმოება ან სრული დასაქმების შესაბამისი წარმოება ეწოდება უფრო ზუსტად კი მას წარმოების ბუნებრივ დონეს ვუწოდებთ,რადგან წარმოების ეს მოცულობა შეესაბამება იმ დროს,როდესაც დასაქმება მის ბუნებრივ ანუ ნორმალურ დონეზეა.
ნებისმიერი ცვლილება,რომელიც გავლენას ახდენს წარმოების ბუნებრივ დონეზე გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდს გადაადგილებს.ამ დროს რასაც ერთობლივი მიწოდების მრუდი განიცდის შეგვიძლია დავყოთ კატეგორიებასდ.
1)შრომის ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები
გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის პოზიცია დამოკიდებულია უმუშევრობის ბუნებრივ დნეზეც.შესაბამისაც ნებისმიერი ცვლილება,რომელიც უმუშევრობას ბუნებრივ დონეზე შეეხება,ერთობლივი მიწოდების მრუდსაც გადაადგილებს.
2)კაპიტალის ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები
ეკონომიკაში არსებული კაპიტალის მარაგის ზრდა მწარმოებლურობისა და აქედან გამომდინარე საქონლისა და მომსახურების რაოდენობის ზრდას იწვევს,შედეგად გრძელვადიანი ერთობლივი მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.კაპიტალის შემცირება კი პირიქით ამცირებს მწარმოებლურობას,წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას და საბოლოოს გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდს მარცხნივ გადაანაცვლებს.
3)ბუნებრივი რესურსების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები
მწარმოებლურობა დამოკიდებულია მის ბუნებრივ რესურსზე,რაშიც სხვებთან ერთად შედის მიწა,მინერალები და ამინდი.ახალი მინერალური საბადოს აღმოჩენა გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს.ამინდის ცვლილება ხშირად ართულებს მოსავლის მოწევას და გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდს მარცხნივ გადაადგილებს.მრავალი ქვეყანა მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსბს სხვა ქვეყნისგან ყიდულობს,ანუ მათ იმპორტსაც აწარმოებს,ამ რსურსების მისაწვდომლობის ცვლილებამაც შეიძლება გადაადგილოს გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი.
4)ტექნლოგიური ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები
მიზეზი რომ დღეს ეკონომიკის მწარმოებლურობა ბევრად უფრო მაღალია,ვიდრე ადრე,ალბათ ტექნოლოგიების განვითარებაა.მაგ:კომპიუტერის გამოყენება სწრაფად გავრცელდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში,ამ მოვლენამ გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილა.

რატომ არის ერთობლივი მიწოდების მრუდი ზრდადი მოკლევადიან პერიოდში
მთავარი განსხვავება გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკას შორის არის ერთბლივი მიწოდების მრუდის ქცევა.გრძელვადიანი პერიოდისთვის იგი ვერტიკალურია რადგან ფასების საერთო დონე ავლენას არ ახდენს ეკონომიკის საწარმოო შესაძლებლობაზე.ამის საპირისპიროდ მოკლევადიან პერიოდში ფასების დონე გავლენას ახდენს წარმოების მოცულობაზე.ეს იმას ნიშნავს რომ ერთ ან ორ წლიანი პერიოდის განმავლობაში ფასების საერთო დონის მატება იწვევს საქონლისა და მომსახურების მიწოდების ზრდას,ფასების დნის დაწევა კი ამცირებს მიწოდებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას.
მაკროეკონომისტები მიწოდების მრუდს ზრდადობის 3 განსხვავებული თეორიით ხსნიან,თუმცა თითოეული მათგანის მიხედვით,ის რომ მოკლევადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდება განსხავებულ ქცევას ავლენს ბაზრის არასრულყოფილების მიზეზია.
1)ხისტი ხელფასების თეორია
ამ თეორიის თანახმად მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი იმიტომ იზრდება,რომ ნომინალური ხელფასები ვერ ასწრებს ცვალებად ეკონომიკურ პირობებთან შეთავსებას.ანუ მკლევადიან პერიოდში ხელფასები ნელა იზრდება ანუ ხისტია.ხისტი ხელფასების თეორიის მიხედვით მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი იმიტომ არის ზრდადი რომ ნომინალური ხელფასი ფასების მოსალოდნელი დონის გათვალისწინებით დგინდება და თუ ფასების რეალური დონე მოსალოდნელისგან განსხვავებული აღმოჩნდა ხელფასების სწრაფი კორექტირება შეუძლებელია.
2)ხისტი ფასების თეორია
ხისტი ხელფასების თეორია ფასების ცვლილებაზე ნელ რეაგირებას ეფუძნება.ხისტი ფასების თეორიის მიხედვით კი ზოგი საქონლისა და მომსახურების ფასიც ასევე ნელა რეაგირებს ეკონომიკური პირობების ცვლილებაზე.იმის გამო რომ ყველა ფასი ერთნაირად სწრაფად არ რეაგირებს ეკონომიკური პირობების ცვლილებებზე,ფასების მულოდნელი ვარდნა ზოგ ფირმას მაღალი ფასების შენარჩუნებას აიძულებს,რაც პროდუქციის გაყიდვის მოცულობას და საბოლოოდ საქონლისა და მომსახურების გამოშვებას ამცირებს.
3)მცდარი შეხედულებების თეორია
ამ თეორიის თანახმად ფასების დონის ცვლილებებმა დროებით შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მიმწოდებლები იმ კონკრეტულ ბაზარზე სიყუაციასთან დაკავშირებით,რომლებზეც ისინი საქონელს ყიდიან.ამ მოკლევადიანი მცდარი შეხედულებების შედეგად მიმწოდებლები რეაგირებენ ფასების დონის ცვლილებებზე,რაც თავის მხრივ მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის ზრდადობას იწვევს.მცდარი შეხედულებები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში როდესაც ფასების დონე მოსალოდნელზე უფრო მაღალია.მიმწოდებლებმა შეიძლენა შენიშნონ რომ მათი საქონლის ფასები გაიზარდა და დაასკვნან რომ მათი საქონლის ფარდობითი ფა იზრდება.ისინი გადაწყვეტენ რომ წარმოებისთის ხელსაყრელი დრო დადგა.ვიდრე ისინი საკუთარ შეცდომას აღმოაჩენენ,მიმწოდებლები გაზრდილ ფასს წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას ზრდით უპასუხებენ.ე კი იწვევს მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის ზრდადობას.