ვინ და როგორ იღებს ნატოში გადაწყვეტილებებს?

გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე ნატოში, ერთ ერთი პრონციპული და ყველაზე საპასუხისმგებლო მოვლენაა, რომელსაც დიდი ყურადღება და წინდახედულება სჭირდება, რათა ალიანსის კეთილდღეობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნეს.

CONSENSUS DECISION MAKING – კონსესუსი გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ნატოს ფუნდამენტური პრონციპი, რომელიც ნატოს საფუძვლად დაედო იგი მისი შექმნის თარიღიდან. კონსესუსის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნატოში არ ტარდება კენჭისყრა. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები ტარდება მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ერთიანი გადაწყვეტილება. წევრი ქვეყნები თანხმდებიან კონკრეტულ საკითხს ეთანხმებიან თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში 28 წევრი ქვეყანაა, გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად მიიღება, ანუ გადაწყვეტილების მიღება ხასიათდება, როგორც სწრაფი პროცესი. მისი სისწრაფის მიზეზი არის ის, რომ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გადაწყვეტილება ან და პოზიცია ყველა მათგანმა წინასწარ იცის.  კონსულტაცია და კონსენსუსის მიღწევის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია – ნატოს გენერალურ მდივანს. კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მონაწილეობის საფუძველზე. ერთი ქვეყნის წარმომადგენლის ,,არა“ ნიშნავს, რომ საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს. ნატო გუნდურიერთობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მისთვის თითოეული წევრის პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,  ნატოში გადაყვეტილებები ინდივიდუალურად არ მიიღება, მასში მონაწილეობს მთელი კოლექტივი, ყველა ის ქვეყანა რომელიც მის შემადგენლობაში შედის.