ოლიმპიადა

ოლიმპიადა ან კიდევ ოლიმპიური თამაშები არის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი ზამთრის და ზაფხულის სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, რომელშიც ათასობით ათელეტი მონაწილეობს ასობით სხვადასხვა ქვეყნიდან. ოლიმპიური თამაშები სწორედ ამიტომ მიიჩნევა მოწიანვე სპორტულ ოლიმპიადად ვინაიდან მასში 200 მდე ქვყნის მოქალაქე იღებს მონაწილეობას.  ოლიმპიადა/ოლიმპიური თამაშები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამ ოლიმპიადას სათავე ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მერვე საუკუნეში ძველ საბერძნეთში დაედო და ჩვენი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნემდე ტარდებოდა ქალაქ ოლიმპიაში, საბერძნეთში. 1894 წელს ბარონმა პიერე დე ცოუბერტინმა დაარსა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც ჩაატარა 1896 წელს პირველი თანამედროვე ოლიმპირი თამაშები ათენში.

ამ ხნის განმავლობაში ოლიმპიადა მრავალ ცვლილებებს განიცდიდა, მაგალითად დაემატა ზამთრის ოლიმპიადა ზამთრის სხვადასხვა სახეობის სპორტისთვის, ასევე დაემატა პარაოლიმპიური თამაშები ათლეტებისთვის რომლებიც უნარშეზღუდულნი არიან და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მოზარდებისთვის/თინეიჯერებისთვის.

უძველესი ოლიმპიური თამაშები რელლიგიური მნიშვნელობის იყო და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ზევსის საპატივცემულოდ ტარდებოდა. მონაწილეები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. ამ ოლიმპიადაში, ძირითადად, ათლეტები მონაწილეობდნენ, მაგრამ ასევე შედიოდა ეტლით რბოლაც. არსებობს ოლიმპიური თამაშების დაარსების რამოდენიმე მითი, ოლიმპიადის დამაარსებლად ჰერაკლეს და მამამისს, ზევსს მიიჩნევენ. თუ მითს დავუჯერებთ სწორედ ჰერაკლემ უწოდა ამ თამაშებს ოლიმპიადა და დაარსა წეს ჩვეულება რომ ჩატარებულიყო ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.

ოლიმპიური მოძრაობა სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებს, რათა გადმოსცეს ოლიმპიური თამაშების ხასიათი და მნიშვნელოა. ოლიმპიადის სიმბოლო არის ყველასთვის კარგად ცნობილი ოლიმპიური რგოლები, რომელიც შედგება 5 გადაჯაჭვული რგოლისგან, ისინი დედამიწის 5 კონტინენტს წარმოადგენენ, ესენია : აფრიკა, ამერიკა, აზია, ავსტრალია და ევროპა. რგოლები ასევე სხვადასხვა ფერებისაა : ლურჯი, ყვითელი, შავი, ნაცრისფერი და წითელი, ფონად კი თეთრი დროშა აქვს. ამ ფერების არჩევა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მათგან ერთი მაინც ყველა ქვეყნის დროშაზეა გამოსახული. დროშა 1914 წელს მიიღეს მაგრამ პირველად 1920 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოჩნდა.

ალბათ ყველამ ვიცით ოლიმპიადის ლოზუნგი : ყველაზე მთავარი არის მონაწილეობა და არა გამარჯვება. ასევეა ცხოვრებაშიც ყველაზე მნიშვნელოოვანი არა ტრიუმფი არამედ ბრძოლა არის. ამ ყველაფერს კი რამდენად ეთანხმებბით ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა როგორც წესი 7-8 წლით ადრე ირჩევა. არჩევის პერიოდი 2 ფაზად იყოფა და 2 წელი გრძელდება. პირველრიგში ქალაქმა სადაც სურთ რომ ჩატარდეს ოლიმპიადა თავისი ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტში უნდა შეიტანოს განცხადება.

შემდეგი ზამმთრის ოლიმპიადა ჩატარდება 2018 წელს სამხრეთ კორეაში, ხოლო ზაფხულის 2020 წელს იაპონიაში.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *