ონლაინ სესხებით

- დიდიხანია ასე ცხოვრობთ?

- დიდიხანია, ჩემი ოჯახის პრობლემა დაიწყო, ჯერ კიდევ ბავშვობაში. სულ სიდუხჭირეში ვცხოვროვდით და არასდროს გამაჩნდა ფულადი სახსარი. სოფელში ვცხოვრობთ, სადაც არაფერი არ არის, არც სამუშაო არც ამინდი გვიწყობს ხელს სოფლის მეურნეობას რომ  მივხედო.

- რამდენი შვილი გყავთ?

- 2 შვილი მყავს, აღარავინ დამრჩა, შობლები დიდიხანია გარდაიცვალნენ, მეუღლე კი 3 წლის წინ გარდამეცვალა.რამდენი წელია მეზობლების გულმოწყალების ხარჯზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ორი შვილი.

- რითი არჩენდით? და რითი არჩენთ შვილებს და საკუთარ თავს?

- როგორც უკვე გითხარით, მეზობლები მეხმარებიან. 3-4 თვის წინ გავიგე ონლაინ სესხების არსებობის შესახებ, მეზობლებთან საუბრისას მოვკარი ყური, გავიგე რა და როგორ იყო მეზობელი ბიჭისგან.
მეზობლისგან ვითხოვე ტანსაცმელი, შვილები მეზობელს დავუტოვე და წავედი ბანკში ანგარიშის გასახსნელად, მინდოდა იქვე ამეღო სესხი, მაგრამ ბანკმა უარით გამომისტუმრა ანდა როგორ უნდა მოეცა სესხი.

- ონლაინ სესხის აღება სცადეთ?

- მოვედი სახლში გამოცივლაე და გადავედი მეზობელთან, რომელიც დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, სწორედ მისგან გავიგე ონლაინ სესხების შესახებ.

მივედი და ვთხოვე დამხმარებოდა სესხის აღებაში. მეზობელმა ბიჭმა, ნიკამ მითხრა, რომ ვივუსი მარტივად ამტკიცებდა სესხებს, შევავსეთ განაცხადი 500 ლარზე და დამიმტკიცეს - ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არ არსებობდა იმ წუთას, ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, მიხაროდა, რამოდენიმე კვირა მაინც ვაჭმევ ნორმალურ საჭმელს მეთქი.

- 500 ლარი რამდენხანს გეყოთ?

- 2 თვე ვიმყოფინეთ 500 ლარი. ახალი საფიქრალი გამიჩნდა სად მეშოვა ისევ საჭმლის ფული. წავედი ისევ მეზობელთან და სესხის გამოტანა ვთხოვე, მაგრამ უკვე აღარ დამიმტკიცეს, ბოლო იმედიც გადამეწურა და ისევ მეზობლების მოწყალების ხარჯზე ვართ დარჩენილი, მე და ჩემი 2 შვილი, ერთი 3 წლისაა, მეორე კი 6 ის.

ჟურნალისტი (ა.ნატროიშვილი)