თანამედროვე მსოფლიო და ბანკები

დღევანდელი მსოფლიო წარმოუდგენელია საბანკო სისტემის გარეშე . ალბათ თითოუელ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ბანკთან და უსარგებლია მათი სერვისით. არ არის აუცილებელი სესხი გქონდეთ გამოტანილი, ეს შეიძლება იყოს ფულადი გადარიცხვა, ფულის შენახვა და ა.შ. იქედან გამომდინარე, რომ ეს სისტემა დღეს აუცილებლობას წარმოადგენს გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ადრე ხალხი მის გარეშე ცხოვრობდა, მაგრამ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა ბანკი დღევანდელი სახით არ არსებობდა, მაგრამ იყვნენ მევახშეები რომლებიც ფულს  გასცემდნენ პროცენტში, ეს ხდებოდა ბაბილონში და ძველ საბერძნეთში , მაგრამ მაინც როდის გაჩნდა პირველი ბანკი მსოფლიოში ?!

პირველი ბანკი კაცობრიობის ისტორიაში

პირველი პროფესიული ბანკი მსოფლიოში გაჩნდა დიდი რომის იმპერიის დროს და ეს არც არის გასაკვირი , რადგან ამ დროს რომი ზეობის ხანაში იყო. ყველაზე საინტერესო ის ფაქტი არის რომ იმდროინდელი საბანკო სისტემა დღევანდელისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, ის დარეგულირებული იყო რომის სამართლის მიხედვით. როგორც დღეს , რა თქმა უნდა მაშინაც იყვნენ საბანკო სისტემის მოწინააღმდეგენი, ერთ–ერთი კი ქრისტიანული რელიგია იყო, რომელმაც კერპთაყვანისმცემლობა ჩაანაცვლა.

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძველ ბანკად ითვლება ინგლისის ბანკი – Bank of England. იგი დაარსდა 1694 წელს.

პირველი ბანკი
პირველი ბანკი მსოფლიოში

პირველი ბანკი საქართველოში

საქართველოში პირველი ბანკი დაარსა ილია ჭავჭავაძემ 1874 წელს, რომლის სახელწოდება იყო თვილისის სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკი. შენობა სადაც ეს ბანკი დაარსდა დღეს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა არის განთავსებული. ამ ბანკს 30 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.

პირველი ბანკი საქართველოში
პირველი ბანკი საქართველოში

ბანკის მთავარ მისიად ილია ჭავჭავაძემ პირველრიგში დაჩაგრული და გაჭირვებული გლეხების დახმარება დაისახა, იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბანკის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *