რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ შვილს გავაჩენთ

Home / blog / რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ შვილს გავაჩენთ

შვილი და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითები

ყველაზე კარგი ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული ფულის არის – ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მითუმეტეს მაშინ თუ ეს განათლებას ეხება. ხშირად ასეთ შემთხვევებში მშობლები დიდ შეცდომებს უშვებენ ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ 9 ყველაზე ხშირად დაშვებული ფინანსური შეცდომა მშობლების მხრიდან.

 

ოჯახი, შვილი
ოჯახი, შვილი

დასაწყისიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვემოთ მოყვანილ პრობლემებში ბავშვები არ არიან დამნაშავენი. მსგავსი ხარჯები მშობლების მიერ არის გამოწვეული თუმცა მხოლოდ კარგის განსაზღვირთ. ყოველთვის გაიხსენეთ რომ ბავშვი ეს უფრო რთული რამ არის ვიდრე საკუთარი ბიზნესი, და იქნება თუ არა ის წარმატებული და ბედნიერი მეტწილად დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე ბავშვის მიმართ.

მაშასადამე დავიწყოთ, რა შეცდომებზე არის საუბარი?

 

1.      „ბავშვს ღმერთი გვაძლევს და ბავშისთვისაც ღმერთი მოგვცემს „

ჩემი აზრით, ჩვენს სიაში ეს ყველაზე უპასუხისმგებლო ფრაზა არის და ამიტომაც იკავებს პირველ ადგილს. პირველრიგში თუ თქვენი სურვილია ბავშვი გყავდეთ დაიმახსოვრეთ რომ მოგიწევთ ორსულობის , მშობიარობის, ყოველდღიური, განათლების და ა.შ. ხარჯები. ბავშვი ეს არის წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება, რომლისთვისაც ასევე წინასწარ უნდა იყო ფინანსურად მზად, უნდა გქონდეთ რეზერვში ასევე გარკვეული რაოდენობის თანხა გაუთვალისწინბელი შემთვხევებისთვის.

2.      „ქმარი შეგვინახავს“

როგორც წესი დეკრეტულ პერიოდში ქალი არ მშაობს , რის შედეგადაც მას ხელფასი ან არ აქვს ან კიდე საგრძნოლად უმცირდებათ და ამის შემდეგ დიასახლისები  ხდებიან. აქედან იწყება იმაზე ფიქრი რომ მომავალში მათ ქმარი შეინახავს და ფინანსურად ის უზრუნველყოფს ოჯახს.

3.      „შვილს ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს“

პირველრიგში ინა აღვნიშნო , რომ რა თქმა უნდა შვილისთვის აუცილებელია კარგი ბავშვობა მაგრამ გადამეტებული არაფერი არ არის კარგი. მშობლების უმეტესობა ყოველთვიურად ასობით ლარს ხარჯავს ბავშვის სათამაშოებში, რომლითაც რამოდენიმე თვის შემდეგ ის აღარც კი ერთობა. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს რომ სათამაშოში ყოველთვიურად გადახდილი 200 ლარი სულაც არ არის დიდი თანხა მაგრამ გრძელ პერიოდში ეს საკმაოდ სოლიდურ რიცხვს აღწევს , სკოლის ასაკამდე ეს თანხა14 400 ლარზე ადის, რომლის დაბანდებაც სხვა უფრო პერსპექტიულ რამეში შეიძლება თუნდაც განათლებაში.

4.      „მასთან ფულზე სალაპარაკოდ ჯერ ადრეა“

მშობლების აზრით ბავშვის გონება მზად არაა იმის გასააზრებლად რას ნიშნავს ფული, ფინანსური საკითხები და ამ თემას ისინი მასთან არ განიხილავენ და როდესაც ბავშვი მათ რაიმეს მოთხოვს და პასუხად მიიღებს რომ „ ჩვენ არ გავქვს ამის ფინანსური საშუალება“ ის გაურკვევლობაში რჩება, ამიტომ სჯობს ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ რა არის ფული.

 

 

5.      „რაც მეთ წრეზე ივლის, მით უკეთესი“

ყველას გვყავს სანაცნობოში ისეთი მშობლები, რომლებიც თავიანთ ბავშვებს ყველგან ატარებე, მიჰყავთ ცეკაზე, ცურვაზე, სიმღერაზე, სხვადასხვა სპორტზე, რაზეც ხარჯი ძალიან დიდი არის, შეიძლება იმ მომენტში აქვთ კიდევაც ამის საშუალება მაგრამ როდესაც უმაღლესი განათლების მიღების დრო დგება და რაღაც პრობელმის წინაშე დგებიან მათ აღარ აქვთ საიმისო თანხა რომ განათლება მისცენ ბავშვს, არადა ადრე რომ დაეგროვებინათ ეს თანხა ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა.

6.      „ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად გვექნება“

მინიმუმ 15 წლის ასაკამდე ბავშვი მშობლებზე არის დამოკიდებული ფინანსურად. თუ ის რაღაც შემთხვევის გამო კარგავს ან ერთს ან ორივეს, ამან შესაძლოა ხაძი გადაუსვას მის მომავალს ფინანსური კუთხით. ამიტომ დაიმახსოვრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის დაზღვევა. უბედური შემთხვევებისგან არავინ არ არის დაზღვეული.

7.      „ბავშვი ავად არ გახდება არასდროს“

მშობლებს არც კი უნდათ იმაზე ფიქრი რომ ბავშვს შესაძოა ისეთი დაავადება დაემართოს რომლისგანაც განკურნება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე გახსოვდეთ რომ აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევაც.

 

8.      „მეურვეობის კანდიდატის არ არსებობა“

როგორც ზემოთ აღვნიშნე მშობლები ერიდებიან ცუდზე ფიქრს, თუმცა აუცილებელია , რომ ოჯახს ჰყავდეს შერჩეული პოტენციური მეურვე (მშობლების მიერ წინასწარ დასახელებული პირი რომელიც ბავშვს მეურვეობას გაუწევს სრულწლოვანებამდე). ეს საქმე განსაკუთრებით იოლდება მაშინ, როდესაც ბავშვს ფინანსური სტაბილურობა გააჩნია, ვგულისხმობ მშობლების მიერ გახსნილ ანაბარს.

9.    „ბავშვს ახლა გავზრდი და მომავალში ის დამემარება“

ჩვენს ირგვლივ ბევრი არის ისეთი მშბელი რომელიც , ბავშვს საკუთარი სიბერის უზრუნველმყოფელად აღიქვამს.ამის გამო ისინი ბავშვის განათლებაში ყველაფერს დებენ, უფრო მეტიც, უყიდეს ბინა , მანქანა , გადაუხადეს ქორწილი და საბოლოოდ ისე გამოდის რომ საპენსიო დანაზოგის გარეშე დარჩნენ. ასეთ დროს ისინი ფიქრობენ რომ ბავშვი შეინახავთ მას მომავალში, თუმცა არ არსებობს ამის არანაირი გარანტია, შესაძლოა მან ვერც კი იშოვოს საამისოდ საკმარისი თანხა. ასევე მას საკუთარი ოჯახი ეყლება და შემოსავლის დიდი ნაწილის დახარჯვა იქ მოუწევს.

საბოლოოდ მინდა გირჩიოთ რომ გაითვალისწინოთ ეს რჩევები , რადაგან ძალიან სასარგებლოა.