დროის ეფექტური მართვა– წარმატების საიდუმლო

ყველასათვის ნაცნობი სიტუაცია არის რომ დღის განმავლობაში უამრავი საქმე გვაქვს, რომლის გაკეთებასაც ბოლომდე ვერასდროს ვერ ვასწრებთ. ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი მოვალეობები, პირადი ცხოვრება ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად ვადგენდეთ გეგმას თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო დღეს მაინც ვერ ვასწრებთ ყველაფერს, ზოგჯერ სია იზრება, ემატება ახალი ამოცანები და შედეგად ჩვენ ვექცევით დიდი წნეხის ქვეშ რაც თავის მხრივ სტრესის გამომწვევიც არის. ახლა კი მინდა გაჩვენოთ თუ რა შეცდომებს ვუშვებთ დროსი დაგეგმვისა და გადანაწილების პროცესში და თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ თქვენ არარ შეგაწუხებთ დროის უკმარისობა.

დროის მართვა,
დროის მართვა,

5 რჩევა დროის გასაკონტროლებლად

  1. არ ვაყენებთ გასაკეთებელ საქმეებს პრიორიტეტებად. მას შემდეგ რაც ჩამოვწერთ თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო დღეს, აუცილებელია რომ მივანიჭოთ მათ პრიორიტეტები. მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს მივანიჭოთ A და უფრო ნაკლებ პრიორიტეტულს B, C , D და ასე შემდეგ, როდესაც მეორე დღე დადგება დავიწყოთ იმ საქმის გაკეთება რომელსაც A  მივანიჭეთ და ამგვარად შევძლებთ ყველაზე რთული საქმის მოცილებას დღის დასაწყისშივე.
  2. ზედმეტი თვითშეფასება. ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი არ ვარგა არც ზედმეტი თვითშეფასება და არც საკუთარი თავის დაკნინება, უმჯობესია ვიყოთ რეალისტები და ვიცოდეთ თუ რა შეგვიძლია სინამდვილეში.
  3. ვეცადოთ ერთი საქმის გაკეთების დროს ყურადღება არ გადავიტანოთ სხვა რაიმეზე. ყურადღების გაფანტვა იწვევს უამრავი დროის დაკარგვას.
  4. გვაქვს სტერეოტიპული წარმოდგენა რომ დახარჯული დროის გაკონტროლება ფუჭი საქმე არის. არადა ეს პირიქით არის, როდესაც იცი თუ რისთვის რამდენი დრო გჭირდება ეს არის ძალიან დიდი უპირატესობაა და გვეხმარება მომდევნო დღის დაგეგმვაში.
  5. საკუთარ თავზე გვაქვს წარმოდგენა რომ შეგვიძლია მულტისაქმიანობა. რა თქმა უნდა თუ თქვენ მართლა შეგიძლიათ ერთდროულად რამოდენიმე საქმის გაკეთება, თანაც ხარისხიანად თქვენ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, თუმცა როგორც უმეტეს შემთხვევაში არის ეს მცდარი წარმოდეგნაა საკუთარ თავზე.

ახლა კი მინდა გთხოვოთ რომ დაუკვირდეთ, თუ თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან შეცდომას უშვებთ ეცადეთ რომ ის გამოასწოროთ და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

ასევე გირჩევთ რომ მკაცრად აიძულოთ თქვენს თავს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ხშირად გაიმეორეთ „ ახლავე შევასრულებ ამ დავალებას“. ამის შედეგად თქვენც უფრო ბედნიერი იქნებით და თქვენი უფროსიც.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *