საიდუმლოებები წარმატების მისაღწევად

წარმატებისკენ სწრაფვა, განვითარება და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება ადამიანის ნორმალური სურვილებია და ყოველ ჩვენგანს სურს ამის მირწევა. რა თქმა უნდა კარგად უნდა გავითავისოთ რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ბევრისთვის ფულის შოვნაზე გადის უამრავი დაბრკოლება და ბარიერი გვხვდება. ადამიანის ბუნება ისე არის მოწყობილი რომ ამ წინაღობებს უშინდება და თავის ოცნებას არ მისდევს, ამიტომ მსურს რომ წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ცხოვრებისეული რჩევა პრაქტიკაში დასანერგად რათა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

წარმატება, მიზნის მიღწევა
წარმატება, მიზნის მიღწევა
  1. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ეს არის და ამიტომაც მოვაქციე სიის სათავეში. იყავით იმის მადლიერი რაც გაგაჩნიათ. ისწავლეთ არსებულით სიამოვნების მიღება და არ დაიწყოთ ფიქრი, რომ მოვა დრო და როცა ის მანქანა მეყოლება მაშინ ვიქნები ბედნიერეი. არა! თქვენ ყოველი წამით უნდა მიიღოთ ბედნიერება და ისწავლოთ იმით ტკბობა რაც გაგაჩნიათ. ასევე აუცილებელია რომ ყოველთვის იცოდეთ რა ქონებას განკარგავთ, რამდენი გაქვთ შემოსავალი, რა ძვირფასეულობას ფლობთ, მიწას, აგარაკს და ა.შ.

 

  1. ფული მოაქვს ფულს, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ არსებული თანხის ნაწილი შემოსავლიან პროექტში, ბიზნეს იდეაში დააბანდოთ, რომელიც შემდგომ მოგების მომტანი გახდება. არ არის მიზანშეწონილი გამომუშავებული თანხის მთლიანად პირად სურვილებზე მოხმარება.
  2. ეცადეთ რომ არ გაგიტაოთ ძვირადღირებულმა ნივთებმა, თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხი და გამძლეობა, ხოლო მას შემდეგ რაც საკმარის თანხას გამოიმუშავებთ უკვე შეგიძლიათ ოცნების მანქანა ან კიდევ იახტაც კი შეიძინოთ, მანამდე კი უმჯობესია თანხა რაციონალურად გამოიყენოთ.

 

  1. როდესაც რაიმეს შეძენას განიზრახავთ ეცადეთ რომ ეს ყველაფერი შუამავლების გარეშე განახორციელოთ ვინაიდან როგორც წესი ასეთ შემთხვევაში რაიმე ნივთის ან თუნდაც სერვისის შეძენა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ეს იქნებოდა უშუალოდ მის მწარმოებელთან მოლაპარაკების შედეგად.

 

  1. თუ თქვენ ყიდით რაიმე პროდუქტს ან სერვისს , თქვენს მომხარებელს აუცილებლად შესთავაზეთ აუცილებელი მომსახურებები. მაგ: ეს შეიძლება იყოს იმ ნივთის დამონტაჟება, გადაზიდვა და ა.შ. ეს კი შეიტანეთ ფასში, რაც თქვენს მოგებას უფორ გაზრდის და მომხარებელიც კმაყოფილი დარჩება. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია გაითვალისწინოთ მომხარებლის მოთხოვნები, ის თუ რა სურს მას და ამიშ შემდგომ გამოიყენოთ ის ფასდაკლებებში ან წამახალისებელ სისტემებში.

 

  1. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს თვითგანვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა იმისათვის რომ გაკეთებული საქმიდან მოგების დიდი ნაწილი თქვენ გხვდეთ წილად და არა თავენს დამსაქმებელს რომელსაც როგორც თქვენ ფიქრობთ საამისოდ არც არაფერი აქვს გაკეთებული და რომელც ცდილობს თქვენი შრომა იაფად იყიდოს.
წარმატება, წარმატების მიღწევა, მიზნის მიღწევა
წარმატება, წარმატების მიღწევა, მიზნის მიღწევა

წარმატების მოლოდინში

ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა თუ რაც უნდა გააკეთოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, გამოიყენეთ ეს რჩევები ყოველდღიურად და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლას მალევე დაიწყებს. გისურვებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და წარმატებას ცხოვრებაში.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *