როგორ მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას?

ფინანსური დამოუკიდებლობა ყველა ახლაგაზრდას, მოზარდის ოცნებაა  და არამარტო მათი , აქედან გამომდინარე ჩვენი დღევნადელი თემა შეეხება სწორედ იმას თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ფინანსური დამოუკიდებლობა. აქ წარმოდგენილია 5 რჩევა წარმატების მისაღწევად ფინანსურ საკითხში მაგრამ ეს რჩევაზე მეტი არის ვინაიდან ის კანონად უნდა დაიწესოთ და მისდიოთ ყოველდღიურად. ახლა კი დროა გავეცნოთ მათ:

ფინანსური დამოუკიდებლობა, ფული, ფულის შოვნა
ფინანსური დამოუკიდებლობა, ფული, ფულის შოვნა

 

წესი №1 – ჯონ როკფელერი

«დღეს დაზოგილი და დაბანდებული 1 დოლარი, ხვალ მოიტანს 5 დოლარის სუფთა მოგებას».

რა თქმა უნდა ამ წინადადების იდეას ყველა ჩვენთაგანი ხვდება, თუმცა საქმე არც  ისე მარტივად არის როგორც გვეჩვენება. ბევრი თქვენგანი შეიძლება ეხლა ფიქრობს რომ ერთი დოლარის გადადება მარტივი არის მაგრამ ის სულ სხვა რაიმეს გულისხმობს „ დაბანდებული 1 დოლარი“  ანუ ჩვენ ის უნდა ჩავდოთ რაიმე საქმეში რაც სამომავლოდ მოგვიტანს მოგებას. ფული რომელიც ბალიშის ქვეშ გაქვთ დამალული ან მიწაშ გაქვთ ჩაფლული წარმატებას ვერასდროს მოგიტანთ.

წესი №2 – დაითვალეთ თქვენი ფული

წარმატების მიღწევა ფინანსურ სამყაროში ძალიან წააგავს სპორტს, რომ გაიგო მიაღწიე თუ არა წარმატებას გქონდა თუ არა წინსვლა სპორცმენები ამ ყველაფერს ზომავენ , ასევე არის საჭირო ფულშიც. ბევრ ჩვენანს ცხოვრება ისე მიჰყავს რომ აზზრზე არ არიან საიდან მოსდით ფული, რამდენს ხარჯავენ ყოველ თვე და ა.შ.  თუ გინდათ წინსვლა გქონდეთ ფინანსურად დაითვალეთ თქვენი ფული. ეს ყველაფერი ბუღალტერიას წააგავს თუმცა ოჯახურს, თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებში.

წესი №3 – ციფრი ერთი

ციფრი ერთი ბიზნესში ძალიან ცუდი ციფრია. მაგალითად: თუ თქვენი საქმიდან ბიზნესიდან ერთი მთავარი მომხმარებელი ან კიდევ მუშა წავა თქვენ დიდი პრობლემების წინაშე დადგებით. ასევე თუ თქვენ თანხას ერთსა და იმავე ადგილას აბანდებთ გამუდმებით წარმატებას ვერ ნახავთ. საჭირო არის შემოსავლის რამოდენიმე წყარო გქონდეთ და ერთზე დამოკიდებული არ იყოთ.

წესი №4 – იქონიეთ მოთმინება

ადამიანის ბუნებაში ოდითგანვე იყო რომ მას ყველაფრის მიღწევა ძალიან მოკლე დროში სურდა. ასევე არის ფულის შემთხვევაშიც, ჩვენ გვსურს მოკლე დროში დიდი თანხის გამომუშავება და ლოდინი არ გვსურს. მაგრამ ეს თითქმის არასდროს არ მართლდება .ახლა კი მინდა მოგიყვანოთ მაგალითი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებიდან. უორენ ბაფეტი, ალბათ ყველაზე წარმატებული ინვესტორი კაცობრიობის ისტორიაში, თავისი თანხის ინვესტირებას 7 წლიანი გათვლით აკეთებს ანუ ის დებს ფულს იმ საქმეში საიდანაც სარგებელს 7 წლის შემდეგ მიიღებს. ამიტომ უმჯობესია ვისწავლოთ მოთმინება.

წესი №5 – იქონიეთ გეგმა

ფინანსური გეგმის შედგენა ძალიან კარგი იდეა არის წარმატების მისაღწევად. თქვენ უნდა დაისხაოთ მიზნები მაგალითად მანქანის ყიდვა, ბინის შეძენა, განსაზღვროთ რა დრო დაგჭირდებათ ამის მისაღწევად და დაიწყოთ მის შესასრულებლად ყველაფრის გაკეთება. ამის შემდეგ უნდა იპოვოთ გზები რომ ეს დრო შეამციროთ და მეთი თანხა გამოიმუშავოთ შესაბამისად.

ფული , ფულის შოვნა, ფინანსური დამოუკიდებლობა
ფული , ფულის შოვნა, ფინანსური დამოუკიდებლობა
Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *