ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯმენტი არის ზოგადად მენეჯმენტის ორგანული ნაწილი. იგი არ არის ძველი მიმართულება და ჩვენთანაც ახლად დანერგილია. გამომდინარე მისი სიახლიდან, არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ცნება ფინანსური მენეჯმენტის შესახებ არ არის მომწიფებული საზოგადოებაში – არც იმ ორგანიზაციებსა თუ კორპორაციებში, რომლებსაც უშუალოდ ესაჭირეობათ ამ ტიპის მმართველობითი დისციპლინა. სხვადასხვა ლიტერატურაში ცნება სხვადასხვაგვარად არის განმარტებული… ფინანსური მენეჯმენტის ზოგადი არსის წარმოსადგენად, დასახატად იმისა თუ რას შეიძლება იგი მოიცავდეს – შემოგთავაზებთ მიმართულებებს, რომელბადაფ ამ სახის მენეჯმენტი იქსაქსება:

ფინანსური მენეჯერი
ფინანსური მენეჯერი
  • ანგარიშების ფინანსური ანალიზი
  • ბიზნეს-გეგმის შედგენა
  • ფირმის ფასების პოლიტიკის დამუშავება
  • აქტივებისა და პასივების მართვა

ფინანსური მენეჯმენტის კარგად და უმთავრესად გამოყენებადი მიმართულებაა საბანკო საქმიანობაში, რეგიონალურ დონეზეც და სახელმწიფო ფინანსებშიც.  ფინანსური მენეჯმენტის ძირითადი მიზანია კომპანიის დასახული მიზნების მიღწევა მაქსიმალური კეთილდღეობის დონით, გაზარდოს კორპორაციის კაპიტალი და კეთილდღეობა.

ფინანსური მენეჯმენტის შესწავლა აუცილებელი და უდიდეს მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომელებიც მენეჯერობას ან ბიზნესმენობას აპირებენ მომავალში.  ფინასნური საქმიანობა ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელსაც პროფესიონალიზმი, დიდი ყურადღება და შრომისმოყვარეობა სჭირდება. როდესაც საქმე ფულს და ზოგადად, ფინანსებს ეხება, საჭიროა იცოდე შენი საქმის სპეციფიკა, აუცილებელია ბერკეტების სწორედ მართვის უნარი გაგაჩნდეს, რათა მიიღო მაღალეფექტიანობა საწარმოში. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება მმართველობით დონეზე, ცვლის ან გავლენას ახდენს საწარმოს მდგომარეობას,განსაკუთრებით, ფინანსურ ზაზარზე. ფინანსურ საქმიანობაზე გავლენის მოხდენა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ან გააუმჯობესებს ან გააუარესებს, არის დიდი წონის მქონე მოთამაშე ფირმაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ფინანსური მენეჯერის მიერ გაწეული სამსახუირი ძალზედ შრომატევადი, რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან უმთავრესად, სწორედ მასზეა საწარმოს კეთილდღეობა დამოკიდებული.

ფინანსური მენეჯერის ძირითადი ფუნქციები შემდეგნაირად გამოიყურება

  • ბუღალტრული ანგარიშების შეგროვება-დამუშავება. ფინანსური ანგარიშების დაგეგმვა დაანგარიშება.
  • გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, აქტივების სტრუქტურის ყველაზე ოპტიმალური განსაზღვრა.
  • ფირმის შემოსავლების მართვა და რისკების მინიმალურ დონემდე დაყვანა
  • ფირმის ძირითადი მაბრუნებელი აქტივების მართვა, როგორებიცაა – ფული, დებიტორული დავ, მატერ საწარმო მარაგები.

საბოლოო ჯამში, ფინანსური მენეჯერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საჭირო ფიგურაა კომპანიაში. თუ მხედველობაში სტრუქტურულ იერარქიას მივიღებთ, წოდებრიობის მიხედვით, ფინანსური მენეჯერი ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. რაც უფო მაღალია საფეხური, მით მეტი დაქვემდებარებული პირი გყავს და მით უფრო დიდი ძალაუფლება გაგაჩნია. ფინანსური მენეჯერის როლი პრაქტიკულად მოუშლელი და უმთავრესია ორგანიზაციაში.