ციფრული ერა

21_ე საუკუნე ციფრულ ერად არის მონათლული რადაგან დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად მიგვაჩნია ციფრული მოწყობილობების გარეშე, როგორიც არის: კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი და ა.შ. აქედან გამომდინარე დიდი როლი მიენიჭა ინტერნეტს ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ვინადიან ეს ციფრული მოწყობილობები მასთან არის დაკავშირებული და ასე ვთქვათ მისი მეშვეობით სუნთქავენ. ვინაიდან მთელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა დღითი დღე იზრდება ბევრი ქვეყანა დაფიქრდა იმაზე , რომ შემოეღოთ ციფრული ვალუტა, მიუხედავად იმისა რომ დღეს შეგიძლიათ ინტერნეტში გქონდეთ თანხა და ივაჭროთ კიდეც ის არ არის ციფრული ფული.

ციფრული ვალუტა

ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური არის ჩინეთში, სადაც სახალხო ბანკმა საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა შემდგომი ვაკანსიები: მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თაობაზე და ასევე ციფრული ვალუტის დამუშავების სპეციალისტებზე. ამასთან სავალდებულო მოთხოვნა არის ის რომ მათ უნდა გააჩნდეთ დოქტორის ხარისხი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხში და კრიფტოგრაფიაში და უნდა ჰქონდეთ ბლოკჩეინებთან მუშაობის გამოცდილება.

ციფრული ვალუტა, ციფრული ფული, ელექტრონული ფული
ციფრული ვალუტა, ციფრული ფული, ელექტრონული ფული

ეს გუნდი, რომელიც განიხილავს და შეისწავლის ციფრულ ვალუტას, ცდილობს განსაზღვროს ის ნაბიჯები, რაც აუცილებელია ციფრული ვალუტის დანერგვისა და შემდგომ ეფექტური გამოყენებისათვის. ეს ყველაფერი კი უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ასევე ამ გუნდის მოვალეობებში შედის ის რომ განსაზღვრონ რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ციფრულ ვალუტას ეკონომიკურ და სხვა გარე ფაქტორებზე. რა თქმა უნდა ასგრეთვე აუცილებელია ამ ციფრული ვალუტის ქვეყნის კანონმდებლობასთან დაქვემდებარება და სისრულეში მოყვანა რაზეც ასევე აქტიურად მიდის მუშაობა.

ელექტრონული ფულით ნაღდი ფულის ჩანაცვლების საკითხი არა მარტო ჩინეთში არამედ სხვა მრავალ ქვეყანაშიც განიხილება. Shanghai Daily ავრცელებს ინფორმაციას რომ გარდამავალ პერიოდში ორივე სახის ვალუტით შეგვეძლება სარგებლობა, როგორც ელექტრონული ფულით ასევე ნაღდით.

მრავალი ეკონომისტი და ფინანსისტი, მათ შორის ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველი აცხადებს რომ ციფრულ ვალუტაზე გადასვლა გარდაუვალი მოვლენაა, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება და ამიტომ საჭიროა ამ მოვლენისთვის მზად ვიყოთ და წინასწარ დავამუშავოთ გადასვლის გეგმა.

ციფრული ფული, ელექტრონული ფული
ციფრული ფული, ელექტრონული ფული

როგორც უკვე ვახსენე მსგავსი ხედვა სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება : ისინი ატარებენ ექსპერიენტებს ციფრულ ვალუტაზე და ამუშავებენ შედეგებს. ეს ხდება ინდოეთში, შვედეთში კი უკვე ძალიან მალე აპირებენ ციფრული ვალუტის– ელექტრონული კრონის შემოღებას.

საქართველო და ელექტრონული ფული

ვფიქრობ საქართველოც უნდა მოემზადოს ამ ყველაფრისთვის ვინაიდან ეს მომავალი შორს არ არის და თანაც გარდაუვალია.

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *