რა ხდება წარმატებული ბიზნესის მეორე მხარეს და რას გვიალავენ ბიზნესმენები?!

დღეს მინდა ვისაუბრო თემაზე, რომელსაც ბევრი ბევრი ბიზნესმენი თავს არიდებს, მათ არ სურთ ამ თემაზე საუბარი. აქ ნაჩვენებია 5 მაგალითი იმისა, რომელსაც მეწარმეები აწყდებიან ბიზენსის წამოწყების დროს :

ბიზნესი, წარმატება
ბიზნესი, წარმატება
  1. ყველა ვინც ბიზნეს იწყებს მარტოხელაა, განსაკუთრებით კი ისინი ვინც სტარტაფის დამფუძნებელია. მარტოხელა გულისხმობს რომ ასეთ დროს თანამშრომელიც და უფროსიც თქვენ ხართ, მართალია შესაძლოა გვერდით გყავდეთ ისეთი ადამიანი ვინც გითანაგრძნობთ და ვისაც თქვენი სჯერათ მაგრამ დამიჯერეთ ასე ბევრს არ უმართლებს და უმეტეს შემთხვევეაში ისინი მარტო იბრძვიან საკუთარი მიზნების მისაღწევად. აქედან გამომდინარე როდესაც სტარტაპს წამოიწყებთ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც თქვენს წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ თქვენ მზად უნდა იყოთ ყველაფრისთვის.
  2. როდესაც უკვე წარმატებული ბიზნესის მფლობელი გვესაუბრება, ან გვიყვება საკუთარი წარმატების ისტორიას ისინი ყოველთვის ამობობენ რომ იმ რთულ პერიოდში როდესაც ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი და სჯეროდათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ მინდა გითრხათ რომ ეს ასე არ არის. ბიზნესის დამფუძნებლები მუდმივ ეჭვებში არიან. ზოგი ფიქრობს და თავს ატყუებს რომ საქმე კარგად ვითარდება, ხოლო მეორე ნაწილს წარმოდგენაც არ აქვთ რა ელით მათ ბიზნესს. როდესაც რაიმე საქმეს წამოიწყებთ და კომპანიას შექმნით ეს თავისთავად გულისხმობს მუდმივ შფოთრვას, ეჭვებში ყოფნას და ყველაფერზე ნერვიულობას რასაც თქვენს ბიზნესზე შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ ყოველთვის სიმტკიცე და ურყევობა უნდა გამოიჩნიოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
  3. თქვენ ხშირად მოგისმენიათ ისტორია წარმატებული სტარტაპის შესახებ რომელიც დიდ თანხად გაიყიდა მაგრამ რა დგას ამ ყველაფრის უკან ოდესმე დაფიქრებულხართ? მის უკან დგას მეპატრონე, რომელმაც ყველაფერი ჩადო ამ სტარტაპის განსავითარებლად, ენერგია, დრო , ფინანსები და რაღაც დროის განმავლობაში მოგებასაც კი ვერ ნახულობდა და პირიქით ვალები ჰქონდა , შემდგომ კი დაუდგა ნათელი დღე და ის გაყიდა კარგ ფასად , მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ეს მოვლენაა ცნობილი. ეს ბედნიერი დღე მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ სტარტაპებს უდგებათ და უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე როგორც ზემოთ აღვწერე.
  4. შფოთვა და შეცდომის დაშვების შიში ის პრობლემაა რომელზეც საუბარს ასევე გაურბიან. სტარტაპის დაწყების დროს მუდმივი სტრესის ქვეშ ხარ, ზრუნავ შენს რეპუტაციაზე, არ გინდა შეცდომა დაუშვა, ასევე გაწუხებს ფიქრები რომ შესაძლოა არასწორი მიმარტულება გაქვს აღებული, ეს ყველაფერი ბიზნესის კეთებას ახლავს რასაც მანამ ვერ გაიგებთ სანამ საკუთარი საქმე არ გექნებათ.
  5. როცა გემი იძირება კაპიტანიც მასთან ერთად კვდება. ასე არის სტარტაპშიც, როდესაც ყველაფერი კარგად არის და სტარტაპი წარმატებულია მაშინ შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი არის, მაგრამ როდესაც კრახს განიცდი გიწევს მარტო დარჩენა, დამფუძნებელს არ ქვს უფლბა მიატოვოს თავისი წამოწყებული საქმე ის მასთან ერთად უნდა დაიღუპოს. თქვენ ვერსად ნახავს ისტორიას სადაც სტარტაპის დამფუძნებელმა, რომლის საქმეც ჩავარდა ის მიატოვა და სხვაგან წავიდა სამუშაოს მოსაძებნად. მას ბოლომდე უწევს იქ დარჩენა და ყველა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *