ხარჯების შემცირება

ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი არის, დაზოგილი თანხები, ანუ მოვლენა, როდესაც მოგების გაზრდის ყველაზე ადვილ გზას მონახავს ორგანიზაციის კომპეტენტური პერსონალი. ეს შეეხება როგორც ცვლადი, ასევე ფიქსირებული ხარჯების შემცირებას.

როგორ ხდება მზარდი ხარჯების შემცირება? აუცილებელია, განსაზღვროთ უმთავრესი ხარჯები და გამოაკლოთ ყველა ალტერნატიული ვარიანტი, რომლებიც გაქვთ ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით. მაგალითად, თუ გვსურს, რომ მეიჯარემ იჯარის გადასახადი შეგვიმციროს. ამას ვერ მოვახერხებთ, თუ ადგილობრივ ბაზარზე კვლევებს არ ჩავატარეთ და იჯარის ფასებს არ გავიგებთ. არასდროს დაგავიწყდეთ და მუდამ მხედველობაში გქონდეთ, რომ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის, ტატრანსპრტო თუ სხვა დანარჩენი სერვისის მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული მინიმალური ღირებულება, ანუ ფასი, შესაძლოა კიდევ უფრო დაბალ ხარისხს გულისხმობდეს. ამიტომაც, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა საკუთარი კომპანიის პრიორიტეტების განსაზღვრა, რომ იოლად შეძლოთ არჩევნის გაკეთება ფასსა და ხარისხს შორის.

მოითხოვეთ ფასდაკლება

ყოველთვის ეცადეთ, რომ სერვისი ან საქონელი, რომელიც საკუთარი კომპანიის კეთილდღეობას უნდა მოახმაროთ, ფასდაკლებით მიიღოთ. ამისთვის საჭიროა ყველა მომწოდებელი საქმის კურსში ჩააყენოთ – ფასდაკლების შესახებ. რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ შეათანხმებთ ამგვარ შეთანხმებას, თუმცა, მიღწეული შეთანხმება იმდენად წაადგება თვენი ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას, ფასდაკლების მოთხოვნა თქვენთვის ბუნებრივი გახდება და ჩვევად გექცევათ. რის შედეგადაც, აუცილებლად მიიღებთ დაზოგილ ხარჯებს და შესაბამისად, გაზრდილ მოგებას.

მეწარმეთა ძირითადი ხარჯებია:

  • საქონლის თვითღირებულება (ნედლეული, მასალები, საგნები რომლებიც პირდაპირ ხარჯს წარმოადგენენ.
  • საქონლის შენახვის, ანუ მარაგების ხარჯი
  • სახელფასო ხარჯი, + საკომისიო ხარჯი
  • საწვავი, ელექტროენერგია, ბუნ.აირი
  • იჯარა
  • გადაზიდვები (სატრანსპორტო)
  • გადასახადები
  • მარკეტინგი (ცალკე სფერო, უმნიშვნელოვანესი)
ფულადი სახსრები და ხარჯები
ფული და მისი ხარჯები

მარაგის შენახვა

მარაგის შენახვა ყოველთვის მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მითუმეტეს, თუ სარეალიზაციოდ გამზადებული მარაგები თქვენთან დარჩება საწყობში. მარაგი იგივე ფულია, რომლის გამოყენებაც შეუძლებელია მოცემულ მომენტში. როგორც წეღან აღვნიშნეთ, მარაგები დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც უნდა მოვახერხოთ მისი შემცირება რაიმე საშუალებით. ზედმეტი მარაგების შენახვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება მეწარმემ დაუშვას. და ყველაზე ხშირი შეცდომა მეწარმეთა შორის. ზედმეტი მარაგი აუცილებლად შეგიქმნით ფულადი სახსრების მოძრაობის პრობლემებს, გაგიზრდით ხარჯებს.

როგორ ვმართოთ მარაგები

გათავისუფლდით ზედმეტი მარაგისგან

პირველ რიგში, გათავისუფლდით, ან არ შეინახოთ ისეთი მარაგი, რომელსაც ნელად ყიდვის ტემპით ხასიათდება. ეს ხელს შეგიწყობთ ფულის საქმეში უკან დროულად შეატრიალოთ. თუ გაქვთ ისეთი საქონელი, რომელიც ძალიან ნელა იყიდება, მერწმუნეთ, მისი გაყიდვა ღირს თვითღირებულებით, ზოგ შემთხვევაში ნაკლებ ფასადაც კი.

ყოველთვის უნდა განსაზღვროთ მარაგის ბრუნვა და მისი მოგების მარჟა

ყველაზე დიდად წარმატებული და მომგებიანია ობიექტი მაშინ, თუ ხასიათდება მარაგის ბრუნვის დიდი მაჩვენებლით, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ძალიან დაბლა დაწიოთ მოგების მარჟა. სასურსათო მაღაზიები, რომებსაც დიდი ქსელები გააქჩნით, დაბალი მოგების მარჟა გააჩნიათ, რადგან აქ ძირითადი მარაგები ძალიან სწრაფად იყიდება.

აუცილებელია ,,საჭირო“ მარაგის ქონა და არა ,,ყოველი შემთხვევისთვის“ მარაგის.

საჭიროა მარაგი, თუ ის საჭირო მოცულობით გაქვთ საჭირო დროით და საჭირო დროს. მეორე სახის მარაგი, ანუ მარაგი ,,ყოველი შემთხვევისთვის“ყოველთვის დიდ მოცულობას ნიშნავს, ამიტომაც იგი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, უმეტეს შემთხვევაში ზედმეტ ხარჯებთან.