წარმატებული ადამიანების ცხოვრებისეული რჩევები

დღევანდელ სამყაროში მილიონრების და მილიარდელების უმეტესობამ ფული იშოვა საკუთარი შესაძლებობებით, ანუ ისინი არ დაბადებულან მდიდარ ოჯახში არამედ საკუთარი შრომის ხარჯზე შეძლეს ყოველივეს მოპოვება. აქედან გამომდინარე მათ აქვთ უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის შეცნობა უბრალო მოქალაქეებსაც გვსურთ, ამიტომ ჩვენი დღევანდელი თემა იქნება სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებული.

წარმატება, მიზნის მიღწევა
წარმატება, მიზნის მიღწევა

მილიარდელებეის მთავარი მიზანი არის რომ ისინი არ იყვნენ რეალობას მოწყვეტილნი, რაც გულისხმობს რომ ისინი მუდამ უნდა იყნენ მოვლენების ეპიცენტში რათა ხელიდან არ გაუშვან ყველა ის ახალი შესაძლებლობა რაც წარმოიშვება. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ 10 წესი რომელიც აუცილებლად უნდა დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში თუ გსურთ გახდეთ მილიონერი.

10 რჩევა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად

წესი 1. ცხოვრება უსამართლოა და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. როდესაც ადამიანი იბადება ის უკვე ეშვება უსამართლობის მორევში, ზოგი მდიდარ ოჯახში იბადება, ზოგს უფრო მეტი ფიზიკური ან გონებივი შესაძლებლობები აქვს და იმთავითვე უნდა გავიაზროთ რომ ჩვენს ირგვლივ ყველგან უსამართლობაა და უნდა შევეგუოთ ამას.

წესი 2. საზოგადოებას არ აინტერესებს თქვენი წაროდგენა საკუთარ თავზე, არამედ ისინი აგირჩევენ შენ შენი მიღწევების შესაბამისად, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს.

წესი 3. თქვენ ვერ შეძლებთ გამოიმუშავოთ დიდი თანხა სკოლის დამთავრებისთანავე, მაგრამ არ გაგიცრუვდეთ იმედები და მისდიეთ თქვენს ოცნებებს.

წესი 4. თუ თქვენ თვლით, რომ სკოლის მასწავლებელი მკაცრად გექცეოდათ, გაითვალისწინეთ რომ წინ, სამსახურში მასზე უარესი უფროსი გელოდებათ და ის ყველაფერი მონაგონი იქნება.

წესი 5. თუ რამე არ გამოგივიდათ ცხოვრებაში, გახსოვდეთ ეს თქვენი მშობლების ბრალი სულაც არ არის. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენსავე შეცდომებზე, მაგრამ უმჯობესია ისწავლოთ სხვისაზე.

წესი 6. თქვენი მშობლები ყოველთვის ასეთი მოსაწყენები არ იყვნენ, როგორათაც ახლა გეჩვენებათ, დაფიქრდით იქნებ ისინი თქვენზე ზრუნვამ გახადა სწორედ ასეთები?  ამიტომ სანამ მათ კრიტიკას დაიწყებდეთ, ჯერთ უმჯობესია თქვენი თავი გააკრიტიკოთ. ეს არ ეხება მხოლოდ მშობლებს.

წესი 7. შეიძლება იყო დრო როდესაც სკოლაში ხშირად გეძლეოდათ შესაძლებლობა რომ გამოცდები ხშირად ჩაგებარებინათ შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, შესაძლოა რამოდენიმეჯერაც კი გასულიყავით ერთსა და იმავე გამოცდაზე, მაგრამ დაიმახსოვრეთ ცხოვრებაში ასე არ ხდება , რეალობა ძალზედ განსხვავებულია და ხშირად არ გვეძლევეა მეორე შანსი.

წესი 9. ცხოვრება სკოლას არ ჰგავს, ის არ იყოფა სემესტრებად და არ გექნებათ საზაფხულო არდადეგები, თქვენი დამსაქმებელი არ დაგეხმარებათ საშინაო დავალების გაკეთებაში ან თვითგანვითარებაში , არამედ ამის გაკეთება თავად მოგიწევთ.

 

წესი 9. ყველაფერი ისე არ არის როგორც ტელევიზორში ჩანს, ცხოვრება სხვანაირია, იქ ყველაფერი ვარდისფერი სათვალეებით ჩანს. რეალურ ცხოვრებაში მთელი დღე მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომა არ გამოვა.

წესი 10. ეცადეთ თავაზიანი იყოთ ყველას მიმართ, რა იცით შეიძლება ერთ დრეს რომელიმე მათგანი თქვენი უფროსიც კი გახდეს.

წარმატება, მიზნის მიღწევა
წარმატება, მიზნის მიღწევა

ვიმედოვნებ , რომ ეს რჩევები გამოგადგებათ ცხოვრებისეული წარმატების მიღწევაში და გახსოვდეთ, მაინც ვერცერთი ადამიანი ვერ გირჩევთ წარმატების ფორმულას ეს ინდივიდუალურია, ამიტომ მიყევით ტქვენს გულისხმას.