CT-PARK.GE

სითი პარკი საქართველოში პარკირების ადგილების მფლობელი უდიდესი კომპანიაა, რომელიც რამოდენიმე ქალაქს აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც თქვენ გადაიხდით სითი პარკი ს მიერ დაწესებულ საფასურს, რაც შეადგენს:

  • 50 ლარს ერთი წლის განმავლობაში
  • 25 ლარს 6 თვის განმავლობაში
  • 4 ლარს 1 კვირის განმავლობაში

შეგეძლებათ გააჩეროთ მანქანა თბილისში და ქუთაისში ნებისმიერ ადგილას 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგნაირად :  ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებულ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაშ ან სწრაფი გადახდის აპარატებით.

რა შემთხვევაში დაჯარიმდებით ct-park.ge ზე?

  • თუ თქვენ არ გადაგიხდიათ პარკირების საფასური და მანქანა პარკირების ზონაშია გაჩერებული.
  • არასწორად არის გაჩერებული მანქანა.
  • ადგილი აქვს ორმაგ პარკირებას.
  • სპეციალურ პარკირების ზონაში ნებართვის გარეშე მანქანის გაჩერებისას.
  • თუ არ დგას ნიშანი და არ არის პარკირების ზონა დახაზული ან კიდევ თუ ავტომობილი გაჩერებულია ტროტუარზე.

ყველას, ვისაც სითი პარკი ს ჯარიმა მოსვლია, გაუჩნდა ალბათ კითხვა, ხელი რომ არ მოვაწერო? რა მოხდება ?!

თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ხელი არმოაწეროთ ჯარიმას და ამ გზით ფიქრობთ რომ თავს აარიდებთ ვალდებულებებს ცდებით. ყველაფერი სხვაგვარად არის და ჩვენ შევეცდებით დეტაურად განვმარტოთ ეს საკითხი.  თუ ადრესატმა ანუ  მან ვინც დაჯარიმდა უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე ამ შემთხვევასი კანონი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ის ამოქმედდებოდა დამნაშავის მიერ ხელის მოწერის შემთხვევაში. მძხოლს 30 დღიანი ვადა ეძლევა ჯარიმის დასაფარად, თუ ის ამ ვადის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას მაშინ მას ეკისრება საურავი თანხა, რომელიც 150 ლარამდე იზრდება. ანუ მძხოლს უკვე 160  ლარი აქვს გადასახდელი, რომლისთვისაც დამატებით 30 დღიანი ვადა ეძლევა. თუ ამის შემდეგაც არ გადაიხდის საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.

თუ სითი პარკის მიერ დაჯარიმებული პირი ადგილზეუარს იტყვის ქვითრის ჩაბარებაზე ან იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა ფურცელი მისდის ოჯახის წევრებს იურიდიულ მისამართზე თუ მათაც უარი განაცხადეს რამოდენიმე დღეში თუ კვლავ მისდის ეს ქვითარი და ამჯერადაც უარის განცხადების შემთხვევაში საქმე ეროვნული აღსრულების ბიურს გადეცემა. ასე რომ ქვითრის არ ჩაბარება სულაც არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას.

ასე რომ. იცოდეთ თქვენი უფლება-მოვალეობები სითი პარკთან მიართებაში.

მას შემდეგ რაც საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცემა ამ უკანასკნელი ინსტაციის მიერ ხდება მოვალი გაფრთხილება რათა მან ვალდებლება შეასრულოს ნებაყოფლობით. პარალელურად ხდება მოვალის ქონების მოძიება და მისი დაყადაღება. ასეთ შემთხვევაშ თქვენი უფლება როგორ სითი პარკის მიერ დაჯარიმებულის არის, რომ მოითხოვოს თანხის რამოდენიმე თვეზე განაწილება.

 

 

 

Please follow and like us:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *