ცხოვრების ღირებულების გამოთვლა

Home / blog / ცხოვრების ღირებულების გამოთვლა

სამომხმარებლო ფასების ინდექსი

შრომის სტატისტიკის ბიურო სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და ინფლაციის დონეს განსაზღვრავს,იყენებს მონაცემებს ათასობით საქონლისა და მომსახურების ფასების შესახებ.

1)კალათის დაფიქსირება-ინდექსის გამოთვლის პირველი საფეხურია იმის განსაზღვრა რომელი ფასებია ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპური მომხმარებლისთვის.

2)ფასების დადგენა-მეორე საფეხურია კალათის შემადგენელი თითოეული საქონლისა და მომსახურების ფასების დადგენა დროის თითოეული პერიოდისთვის.

3)კალათის ღირებულების გამოთვლა-მესამე საფეხურია ფასების მონაცემების გამოყენება სხვადასხვა დროის საქონლისა და მომსახურები კალათის ღირებულების გამოსათვლელად.

4)საბაზო წლის არჩევა და ინდექსის გამოთვლა-მეოთხე საფეხურია რომელიმე წლის საბაზო წლად არჩევა.

5)ინფლაციის დონის გმაოთვლა-სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოყენება ინფლაციის დონი გამოთვლისთვის რომელიც ფასების ინდექსის პროცენტულ ცვლილებას წარმოადგენს წინა პერიოდთან შედარებით.

ცხვორების ღირებულების გამოთვლისას წარმოქმნილი პრობლემები

სამომხმარებლოფასების ინდექსის მიზანი ცხოვრების ღირებულების ცვლილებების გამოთვლაა.სხვაგვარად რომ ვთქვათ სამომხმარებლო ფასების ინდექსი იმის შეფასებას ცდილობს,რამდენად უნდა გაიზარდოს შემოსავალი,რათა შენარჩუნებულ იქნეს ცხოვრების მუდმივი დონე.

პირველი პრობლემა ჩანაცვლებისკენ სწრაფვაა-მომხმარებელი მეტად გაძვირებულ საქონელს ნაკლებად გაძვირებული საქონლით ჩაანაცვლებს.მაგრამ სამომხმარებლო  ფასების ინდექსი იმ დაშვებით გამოთვლება რომ სასაქონლო კალათა უცვლელია.

მეორე პრობლემაა ახალი საქონლის გამოჩენა,როდესაც ბაზარზე ახალი საქონელი ჩნდება,მომხმარებელს არჩევანს მეთი საშუალება აქვს.საქონლის მრავალფეროვნება კი თავის მხრივ თითოეულ დოლარს ყფრი ღირებულს ხდის.მაგრამ იმის გამო რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი უცვკელ სასაქონლო კალათას ემყარება,ინდექსი დოლარის მსყიდველობითი უნარის ამ ცვლილებას არ ითვალისწინებს.

მესამე პრობლემა ხარისხის ცვლილების გაუთვალისწინებლობაა,როდესაც საქონლის ხარისხი მცირდება,დოლარის ღირებულებაც მცირდება.

მშპ დეფლატორი და სამომხმარებლო ფასების ინდექსი

მშპ დეფლატორი ნომინალური მშპ-სა და რეალური მშპ-ს ფარდობაა.ვინაიდან ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებად შეფასებული პროდუქციის მიმდინარე რაოდენობაა,ხოლო რეალური მშპ საბაზო წლის ფასებში შეფასებული პროდუქციის მიმდინარე რაოდენობა,ამიტომ მშპ დეფლატორი ფასების მიმდინარე დონეს ასახავს საბაზო წლის ფასების დონესთან შეფარდებით.

პირველი განსხვავებაა ისაა რომ მშო დეფლატორი ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და მომსახურების ფასებს ასახავს,ხოლო სამოხმარებლო ფასების ინდექსი მომხმარებელთა მიერ შეძენილ ყველა საქონესა და მომსახურებას.მეორე განსხვავება ისაა თუ რა წონა ენიჭებათ სხვადასხვა ფასებს ფასების საერთო დონს გამომხატველი ერთი რიცხვის დადგენისას.სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქონლისა და მომსახურების უცვლელი კალათის ფასი შედარებულია საბაზო წელს ამავე კალათის ფასთან.

სარგებლის რეალური და ნომინალური განაკვეთები

ინფლაციის მიხედვით ეკონომიკური ცვლადების კორექტირება განსაკუთრებით პრობლემურია როდესაც საქმე სარგებლის განაკვეთების განსაზღვრას ეხება.როდესაც თქვენ მიერ დაზოგილ თანხას საბანკო დეპოზიტზე დებთ,თქვენი დეპოზიტი სარგებელს გაძლევთ და პირიქით,როდესაც ბანკისგან სესხს იღებთ თქვენი განათლებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად.ბანკს სარგებელი უნდა გადაუხადოთ.სარგებელი წარსულში განხორციელებული ფულის ტრანსფერის საფასურად მომავალში