ხშირად დასმული კითხვები

რომელიმე ბანკი ან მიკროსაფინანსო ხართ?

ჩვენ არ წარმოვადგენთ არცერთ ბანკს ან მიკროსაფინანსოს. ჩვენი ვებგვერდი ინფორმაციას თითოეული პროდუქტის შესახებ იღებს ორგანიზაციებიდან და მათ დალაგებული ფორმით გთავაზობთ, რათა უფრო გაგიიოლდეთ არჩევანის გაკეთება. ჩენ ყველა ინფორმაცია მოვათავსეთ ერთ სივრცეში რათა გაგიმარტივდეთ გადაწყვეტილების მიღება.

რამდენად სანდოა ონლაინ სესხები?

ონლაინ სესხების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალ დონეზე არის განვითარებული. საქართველოში მიკროსაფინანსოები რამოდენიმე წელი არის რაც გამოჩნდნენ. ის კომპანიები, რომლებსაც ჩვენ გვერდზე შეხვდებით სრულიად სანდო და უსაფრთხოა. მათ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და რეპუტაცია, რასაც მომხარებელთა დიდი რაოდენობა ამტკიცებს.

რა დროს უნდა ავიღო სწრაფი ონლაინ სესხი?

სწრაფი ონლაინ სესხი არის მოკლევადიანი სესხი, შესაბამისად, მისი აღება სასურველია მოკლევადიანი მიზნების განსახორციელებლად, თუ თქვენი შემოსავალი არ გყოფნით თვის ბოლომდე, ან კიდევ გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინა თავი. ონლაინ სესხი უნდა აიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ზუსტად იცით, რომ უახლოეს მომავალში გექნებათ თანხა მის დასაფარავად.

რა საბუთები უნდა წარმოვადგინო რომ სესხი მივიღო?

ჩვენ ვართ მხოლოდ საინფორმაციო ტიპის ვებ გვერდი. ჩვენ არ გავცემთ სესხს და არ ვითხოვთ არანაირ საბუთებს. ჩვენთან თავმოყრილია ის ინფორმაცია რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რომელი ონლაინ სესხი არის ყველაზე მოსახერხებელი თქვენთვის.

რამდენად მართალია ამ საიტზე არსებული ინფორმაცია?

ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არის მოპოვებული. ესენია: ბანკი, მიკროსაფინანსოები და ა.შ. ვებ გვერდი ნახლდება ყოველდღიურად, რა თქმა უნდა ცვლილებების შემთხვევაში, ამიტომ აქ არსებული ინფორმაცია სრულიად შეესაბამება სიმართლეს.

ბანკთან გადავამოწმო ინფორმაცია?

ონლაინ სესხის აღებისას გირჩევთ ინფორმაცია კარგად, გულდასმით წაიკითხოთ, თუ რა პირობებს გთავაზობენ მიკროსაფინანსები ან სხვა ტიპის კომპანიები, გადახედოთ ხელშეკრულებას და სასურველი პირობების შემთხვევაში დათანხმდეთ მას.

აქვთ თუ არა ონლაინ მსესხებლებს ფილიალები?

ონლაინ მსესხებლებს, მიკროსაფინანსოებს არ აქვთ ფილიალები. შესაბამისად სესხის აღება ხდება მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით და თქვენ არსად მისვლა არ გჭირდებათ.

შეუძლიათ თუ არა ონლაინ სესხების კომპანიებს ჩემი “გაშავება”?

ონლაინ სესხების კომპანიებს შეუძლიათ შეგიყვანონ შავ სიაში, რის შემდეგაც პრობლემა შეგექმნებათ ნებისმიერ ბანკთან თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციასთან.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, რომელიც არ არის აქ განხილული შეგიძლიათ დააკომენტაროთ და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ. სხვა შემთხვევაში იხილეთ კონტაქტი და დაგვიკავშირდით პირადად.