ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ს ეკონომიკაში

ფინანსურ სისტემას ეკონომიკის შეზღუდული რესურსები გადააქვს დამზოგვილებისგან.მსესხებელთან დამზოგველები ფულს სხვადასხვა მიზეზით ზოგავენ,მსესხებლებიც სხვადასხვა მიზეზით სესხულობენ.

ფინანსური სისტემა მრავალი ფინანსური ინსტიტუტისგან შედგება,რომლებიც ხელს უწყობენ დამზოგველებისა და მსესხებლების კოორდინირებას.იმ ეკონომიკური ძალების ანალიზის დაწყებამდე,რომლებიც ფინანსურ სისტემას მართავენ,ფინანსური ინსტიტუტები შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ-ფინანსურ ბაზრებად და ფინანსურ შეამავლებად.

ფინანსური ბაზრები

ფინანსური ბაზრები ის ინსტიტუტებია,რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს.შეერთებული შტატების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ბაზარია ობლიგაციათა ბაზარი და აქციათა ბაზარი.

ობლიგაციათა ბაზარი

ობლიგაცია ვალდებულების სერტიფიკაცია,რომელიც ადასტურებს მსესხებლის ვალდებულებებს ობლიგაციის მფლობელის წინაშე.მარტივად რომ ვთქვათ,ობლიგაცია,უბრალოდ,თამასუქია.ობლიგაციაში აღნიშნულია სესხის დაბრუნების თარიღი,რომელსაც განაღდების ვადა ეწოდება და სარგებლის განაკვეთი,რომელიც გადაიხდება პერიოდულად სესხის განაღდების ვადის გასვლამდე.

აქციათა ბაზარი- აქცია ფირმაში წილობრივ მონაწილეობას ადასტურებს და აქედან გამომდინარე,ფირმის მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებაა.

ფინანსური შუამავლები

ფინანსური შუამავები ის ფინანსური ინსტიტუტებია,რომელთა მეშვეობიტაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს.ტერმინი შუამავალიამ ინსტიტუტების როლს ასახავს დამზოგველებისა და მსესხებლების დაკავშირებისას.ორი მნიშვნელოვანი ფინანსური შუამავლები ბანკები და ურთიერთფონდები.

ბანკები ის ფინანსური შუამავლებია,რომელთაც ყველაზე უკეთ ვიცნობთ.ბანკების ძირითადი ამოცანაა იმ ადამიანებისგან დეპოზიტების მიღება,ვისაც ფულის დაზოგვა სურს და ამ დეპოზიტების გამოყენება იმ ადამიანებისთვის კრედიტების მისაცემად,ვისაც ფულის სესხება სურს.ბანკები დეპოზიტორებს სარგებელს უხდიან,მსესხებლებისგან კი ოდნავ უფრო მეტ სარგებელს იღებენ.

ფინანსური შუამავლობის გარდა,ბანკები კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკაში:ისინი აადვილებენ საქონლისა და მომსახურების შეძენას კლიენტის დეპოზიტის საჩეკო მომსახურებით.სხვადასხვაგვარად რომ ვთქვათ,ბანკები ხელს უწყობენ ახალ სპ[ეციალური აქტივის შექმნას,რომლეიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც გაცვლის საშუალება.

ორმხრივი ფონდები

ერთ-ერთი ფინანსური შუამავალი,რომლის მნიშვნელობაც აშშ ეკონომიკაში დღითი დღე იზრდება,ორმხრივი ფონდია.ორმხრივი ფონდი ის ინსტიტუტია რომელიც აქციებს ყიდის და შემოსული თანხებით სხვადასხვა სახის აქციებისა და ობლიგაციების პორტფელებს ყიდულობს.ორმხრივი ფონდის ძირითადი უპურატესობა ისაა,რომ ისინი მცირე თანხების მფლობელებს დივერსიფიკაციის საშუალებას აძლევს.

მეორე უპირატესობა რომელსაც ორმხრივი ფონდები იჩემებენ,ისაა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან პროფესიონალი ფინანსური მენეჯერის კვალიფიციურ შრომას.

შეერთებული შტატების ეკონომიკა სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინსტიტუტების უზარმაზარ რაოდენობას მოიცავს.ობლიგაციათა ბაზრის,აქციათა ბაზრისა და ორმხრივი ფონდების გარდა,არსებობს საპენსიო ფონდები,საკრედიტო კავშირები,სადაზღვეო კომპანიები და თვით ადგილობრივი მევახშეებიც კი.ყველა ფინანსური ინსტიტუტი ერთ მიზანს ემსახურება- დაზოგვის მსურველთა რესურსების გადატანას მსესხებელთა ხელში.

დანაზოგები და ინვესტიციები ეროვნულ საშემოსავლო ანგარიშებზე

ფინანსურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს მთლიანად ეკონომიკის განვითარების უკეთ გაგებისთვის.ამ სისტემის შემადგენეკლი ინსტიტუტები არის ობლიგაციათა ბაზარი,აქციათა ბაზარი,ბანკები და ორმხრივი ფონდები-ეკონომიკის დანაზოგებისა და ინვესტიციების კოორდინატორის როლს ასრულებენ.

ეროვნული შემოსავლის აღრიცხვის წესები რამდენიმე მნიშვნელოვან იგივეობას შეიცავს.გავიხსენოთ რომ იგივეობა ისეთი ტოლობაა,რომელიც ჭეშმარიტია მაშში მონაწილე ცვლადების განმარტებიდან გამომდინარე.

სასესხო კაპიტალის ბაზარი – სესხები

სასესხო კაპიტალის ბაზარი არის ბაზარისადაც ისინი,ვისაც დაზოგვა სურს ფინანსური რესურსების მიმწოდებლები არიან,ხოლო ისინი ვისაც სესხება სურს ამ რესურსების მომხმარებლები.სასესხო კაპიტალის ბაზარს ყველა სხვა სახის ბაზრის მსგავსად,მართავს მიწოდება და მოთხოვნა.

სასესხო კაპიტალის მიწოდება იმ ადამიანებსგან მომდინარეობს,ვისაც გარკვეული დამატებითი შემოსავალი აქვს და ამ შემოსავლის დაზოგვა და გასესხება სურს.

სასესხო კაპიტალზე მოტხოვნა მომდინარეობს იმ საოჯახო მეურნეობებიდან და ფირმებიდან რომელტაც ფულის სესხება სურთ ინვესტირების მიზნით.

სარგებლის განაკვეთი გამოხატავს,ერთი მხრივ ფასს სესხის ამღების მიერ კრედიტის გამოყენებისთვის ხოლო მეორე მხრივ გამსესხებლის შემოსავალს.რადგან სარგებლის განაკვეთის ზრდის შედეგად სესხება ძვირდება,ამიტომ სასესხო კაპიტალის მოთხოვნის რაოდენობა მცირდება.მაგრამ რაც მეტია სარგებლის განაკვეთი მით უფრო მიმზიდველია დაზოგვა,ამიტომ როდესაც სარგებლის განაკვეთი იზრდება,სასესხო კაპიტალის მიწოდების რაოდენობაც იზრდება.

პოლიტიკა 1 გადასახადები და დანაზოგები

ამერიკელები თავიანთი დანაზოგების უფრო მცირე ნაწილს აბანდებენ,ვიდრე მაგალითად გერმანელები და იაპონელები.მიუხედავად იმისა რომ დანაზოგებს შორის ასეთი განსხვავების არსებობის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია,შეერთებული შტატების ბევრ პოლიტიკოსს ამერიკელთა მიერ დაზოგვის ასეთი დაბალი დონე უმთავრეს პრობლემად მიაჩნია.ამ პრობლემის გადასაწყვეტად,ბევრი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის აზრით,უნდა შეიცვალოს საგადასახადო კოდექსი,რაც დაზოგვის სტიმულს გაზრდის.მაგალითად ერთ-ერთი შემოტავაზება გულისხმობს ზოგიერთი  ტიპის ანგარიშებისთვის მაგ.საპენსიო ანგარისებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას,რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს,დაბეგვრისგან დაიცვან დანაზოგების გარკვეული ნაწილი.

მრავალი ეკონომისტი მხარს უწერს დაზოგვის გაზრდისკენ მიმართულ საგადასახადო რეფორმას,რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას.მაგრამ არსებობენ ისეთი ეკონომისტებიც,რომლებიც არ ეთანხმებიან იმ აზრს რომ ასეთი პოლიტიკა დიდად იმოქმედებს დაზოგვის რაოდენობაზე.ამ სკეპტიკოსებს შემოთავაზებული რეფორმების სამართლიანობაშიც ეპარებათ ეჭვ.ისინი ამტკიცეწბენ რომ საგადასახადო ცვლილებებიდან სარგებლობას ძირითადად მდიდრები მიიღებენ,რომელტაც გადასახადების შემცირება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.

პოლიტიკა 2 გადასახადები და ინვესტიციები

დავუშვათ კონგრესმა დაამტკიცა ახალი კანონი,რომელიც ამცირებს გადდასახადს იმ ფირმებისთვის რომლებიც ახალ წარხნებს აშენებენ.ეს კანონი სეცვლის მოთხოვნას სასესხო კაპიტალზე.ხოლო რადგან ინვესტირების საგადასახადო კრედიტი არ იმოქმედებს იმ თანხაზე,რომელსაც საოჯახო მეურნეობები სარგებლის თითოეული მოცემული განაკვეთისას ზოგავენ ის სასესხო კაპიტალის მიწოდებაზე არ იმოქმედებს.ვინაიდან ფირმებს სარგებლის ნებისმიერი მოცმებული განაკვეთისას სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება.თუ საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა ინვესტირების სტიმულებს გაზრდის,სარგებლის განაკვეთიცა და დაზოგვის დონეც გაიზრდება.

პოლიტიკა 3 სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი

როდესაც მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს,ვიდრე გადდასახადებიდან ირებს,იქმნება ბიუჯეტის დეფიციტი.წინა პერიოდში დაგროვილი ბიუჯეტის  დეფიციტების ჯამს სახემწლიფო ვალი ეწოდება.სახელმწიფო ვალის დაფრვა შესაძლებელია ბიუჯეთის გარდამენტის,ანუ სახელმწიფოს შემოსავლების მის ხარჯზე მეტობის მეშვეობით.თუ მთავრობის ხარჯები და შემოსავლები ერთმანეთის ტოლია,მასინ მატვრობას დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს.

როდესაც მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გამო,ეროვნულ დანაზოგს ამცირებს ამ დროს სარგებლის განაკვეთი იზრდება,ხოლო ინვესტიციები მცირდება.რადგან ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის,სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ეკონომიკურ ზრდას ანელებს.

მთავრობის ბიუჯეტის გარდამენტი დეფიციტის საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს.როდესაც მტავრობა უფრო მეტ შემოსავალს იღებს ვიდრე ხარჯავს,ის სახელმწიფო ვალს ამცირებს.ბიუჯეტის გარდამენტი ანუ საზოგადოებრივი დანაზოგი, ეროვნულ დანაოზოგს ზრდას ემსახურება.ამდენად ბიუჯეტის გარდამენტი ზრდის სასესხო ფონდების მიწოდებას,ამცირებს სარგებლის განაკვეთს და სტიმულს აძლევს ინვესტიციებს.მეტი ინვესტიცია კი თავის მხრივ კაპიტალის უფრო სწრაფ დაგროვებას და ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.