ფულის მნიშვნელობა

ფული ეკონომიკაში არსებული აქტივების სიმრავლეა,რომელტაც ადამიანები რეგულარულად იყენებენ სხვა ადამიანებისგან საქონლისა და მომსახურების შესაძენად.დაღდი ფული ტქვენს საფულესი ის აქტივია,რომლის გამოყენება სეგიზლიათ ვთქვათ რესტორანსი ან ტანსაცმლის მაღაზიაში ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების შესაძენად.მაგრამ თუ როგორც ბილ გეიტსი კორპორაცია “მაიკროსოფტის” უდიდეს ნაწილს ფლობთ,მაშინ მდიდარი ხართ მაგრამ ეს აქტივი ფულად არ ითვლება.ამ სიმდდრით ვერც რესტორანსი ისარგებლებთ და ვერც მაღაზიაში.ეკონომისტთა ამ განმარტების თანახმად,ფული სიმდიდრის მხოლოდ იმ რამდენიმე სახეობას შეიცავს,რომლებიც რეგულარულად მიიღება გამყიდველის მიერ საქონლისა თუ მომსახურების სანაცვლოდ.

ფულის ფუნქციები

ეკონომიკაში ფლს სამი ფუნქცია აქვს:გაცვლის საშუალება, ღირებულების საზომი და დაგროვების საშუალება.ეს სამი ფუნქცია ფულს სხვა აქტივებისგან განასხვავებს.

გაცვლის საშუალება ისაა რასაც მყიდველები გამყიდველებს აძლევენ საქონლისა და მომსახურების შეძენისას.როდესაც ტანსაცმლის მაღაზიაში პერანგს ყიდულობთ მაღაზია გაძლევთ პერანგს თქვენ კი ფულს აძლევთ.

ღირებულების საზომის ფუნქციას ადამიანები ფასების განსაზღვრისა და ვალების არიცხვისთვლის იყენებენ.როდესაც საყიდლებზე მიდიხართ ხედავთ რომ პერნგი 20$ ღირს ჰამბურგერი კი 2$ ანუ პერანგი 10 ჰამბურგერი ღირს და ჰამურგერი1/10 პერანგი თუმცა ფასები ასეთ სახეს არასოდეს იღებს.

დაგროვების საშუალება ესაა ადამიანების მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალსი გადატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა.როდესაც გამყიდველი დღეს ფულს იღებს საქონლისა თუ მომსახურების სანაცვლოდ შეუძლია ეს ფული სეინახოს და სხვა დროს სხვა საქონელი და მომსახურება იყიდოს.

როდესაც ეკონომისტებს სურთ აღწერონ აქტივის უნარი,სწრაფად გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ გაცვლის საშუალებებზე,იყენებენ ტერმინს ლიკვიდურობა.ვინაიდან ფული ეკონომიკაში არსებული გაცვლის საშუალებაა,ამიტომ ის ყველაზე ლიკვიდური აქტივია  არსებულ აქტივებს სორის.

როდესაც ადამიანები არჩევანის წინაშე დგანან რა სახით შენახონ საკუთარი სიმდიდრე უნდა შეადარონ თითოეული შესაძლო აქტივის ლიკვიდურობა და ამ აქტივის,როგორც დაგროვების საშუალების,სასარგებლოობა.ფული ყველაზე ლიკვიდური აქტივია,მაგრამ როგორც დაგროვების საშუალება,სრულყოფილისგან შორსაა.როდესაც ფასები იზრდება,ფულის ღირებულება მცირდება.

ფულის სახეობები

როდესაც ფული რეალური ღირებულების მქონე ქონების ფორმას ირებს,მას საქონლური ფული ეწოდება.ტერმინი თანდაყოლილი ღირებულება ნიშნავს,რომ ერთეულს გარკვეული ღირებულება ექნება მაშინაც კი როდესაც ისე არ გამოიყენება როგორც ფული.საქონლური ფულის ერთ-ერთი მაგალითია ოქრო.ოქრო ისტორიულად ყოველთვის ფულის ფართოდ მიღებული სახეობა იყო,რადგან ის შედარებითნი ადვილი გადასატანია და გასაზომია,ამასთანავე,მისი გაყალბება ძნელია.

ფულს რომელსაც თანდაყოლილი ღირებულება არ აქვს დეკრეტული ან ქაღალდის ფული ეწოდება.დეკრეტული ფული სწორედ მტავრობის დეკრეტის გამო იხმარება,როგორც ფული.მიუხედავად იმისა რომ მტავრობა ცენტრალურ როლს ასრულებს ქაღალდის ფულის სისტემის შექმნასა და რეგულირებაში ასეთი მონეტარული სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისთვის სხვა ფაქტორებიცაა საჭირო.

ფული აშშ-ის ეკონომიკაში

ყველაზე აშკაარად გასათვალისწინებელი აქტივია ნაღდი ფული საზოგადოების ხელთ არსებული ბანკნოტები და მონეტები.ნაღდი ფული გაცვლის ყველაზე მეტად მიღებული საშუალებაა ჩვენს ეკონომიკაში.უეჭველია რომ ცის ფულის მასის ნაწილია .მაგრამ ნაღდი ფული ერთადერთი აქტივი არ არის,რომლის გამოყენებაც შეიზლება საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის.მრავალ მაღაზიაში პერსონალურ ჩეკებსაც იღებენ.

ისეთ რთულ ეკონომიკაში როგორიც აშშ-ის ეკონომიკაა,იოლი არ არის საზღვრის გავლება”ფულად: წოდებულ აქტივებსა და სხვა აქტივებს შორის.ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა,რომ შეერთებული შტატების ფულის მასა შეიცავს არა მარტო ნაღდ ფულს,არამედ ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშებს,რომელთა გამოყენება საქონლისსა და მომსახურების ყიდვის მიზნით იოლია.

ფედერალური სარეზერვო სისტემა

შეერთებულ შტატებში არის სააგენტო ფედერალური სარეზერვო სისტემა,რომელსაც ფედს უწოდებენ.ფედი 1913 წელს შეიქმნა,მას მართავს მმართველტა საბჭო.ფედს ორი ამოცანა აქვს.პირველი ამოცანაა ბანკების რეგულირება და საბანკო სისტემის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.ფედი ამოწმებს თითოეული ბანკის ფინანსურ მდგომარეობას და ჩეკების შემოწმებით ამ ბანკების მოქმედების გაადვილებას უწყობს ხელს.ამას გარდა იგი მოქმედებს როგორც ბანკირების ბანკი,ე.ი ფედი ბანკებს სესხებს აძლევს.

მეორე და უფრო  მნიშვნელოვანი ამოცანაა ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობის ე.წ.ფულის მიწოდების კონტროლი.ფულის მიწოდების თაობაზე პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეადგენს მონეტარულ პოლიტიკას.ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მონეტარულ პოლიტიკას ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი განაგებს.

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი(ღბფკ) შედგება მმართველთა საბჭოს 7 წევრისა და 5 რეგიონალური ბანკის პრეზიდენტისგან.ღბფკ ექვს კვირაში ერთხელ იკრიბება ვაშინგტონში რათა განიხილოს ეკონომიკის მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შესახებ.ღბფკ-ს გადაწყვეტილებების მეშვეობით ფედერალურ სარეზერვო სისტემას შეუძლია ეკონომიკაში არსებული დოლარების რაოდენობის გაზრდა და შემცირება.

ფედერალური სარეზერვო სისტემა მნიშვნელოვანი ინსტიტუტია,ვინაიდან ფულის მიწოდების ცვლილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ეკონომიკაზე.ეკონომიკის 10 პრინციპიდან ერთ-ერთი ის არის რომ ფასები იზრდება,როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეწდავს.კიდევა ერთი პრინციპი ისაა,რომ საზოგადოება ინფლაციასა და უმუშევრობას სორის არსებული მოკლევადიანი ალტერნატივის წინაშე დგას.ბფკ-ს სწორედ ამ ორ პრინციპს ემყარება.

ბანკები და ფულის მიწოდება

ფულის რაოდენობა რომელიც ხელთ გვაქვს,შეიცავს როგორც ნაღდ ფულს,ისე ანაბრებს მოთხოვნამდე,რადგან ანაბრები ბანკებში ინახება,ბანკების ქცევას შეუზლია შეცვალოს ეკონომიკაში არსებული ანაბრების რაოდენობა და აქედან გამომდინარე,ფულის მიწოდებაც.

იმის სანახავად თუ როგორ ზემოქმედებენ ბანკენი ფულის მიწოდებაზე,ჯერ წარრმოვიდგინოთ მსოფლიო,რომელშიც არც ერთ ბანკი არ არის.ამ მარტივ მსოფლიოში ნაღდი ფული,ფულის ერთადერთი სახეა.ვთქვათ ნაღდი ფულის მთლიანი რაოდენობა 100$ ამიტომ ფულის მიწოდება 100$ ის ტოლია.ვთქვათ ვიღაცამ გახსნა ბანკი რომელსაც პირველი ეროვნული ბანკი უწოდოა.პირველი ეროვნული ბანკი მხოლოდ დეპოზიტური ინსტიტუტია.ესეიგი ბანკი დეპოზიტებს იღებს,მმაგრამ სესხებს არ გასცემს.ბანკის მიზანია დეპოზიტორებისთვის ფულის შესანახი უსაფრთხო ადგილის უზრუნველყოფა.როდესაც პიროვნება ფულს დეპოზიტზე დებს ბანკი ამ ფულს საცავში ინახავს,სანამ ეს პიროვნება ფულის წასაღებად არ მოვა ან სანამ ჩეკს არ გამოწერს ამ დეპოზიტზე.დეპოზიტებს რომელსაც ბანკი ირებს მაგრამ სესხად არ გასცემს რეზერვები ეწოდება.

ფულის სექმნა ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემაში

სავარაუდოა რომ საბოლოოდ პირველი ეროვნული ბანკის ბანკირები 100%იანი რეზერვის საბანკო სისტემის პოლიტიკას გადახედავენ.სულაც არ არის აუცილებელი მტელი ფულის უქმად ყოფნა ბანკის საცავში.მაშინ რატომ არ უნდა გამოიყენოს ბანკმა ფულის ნაწილი სესხების გასაცემად?რა თქმა უნდა პირველმა ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გარკვეული ნაწილი უნდა სეინარჩუნოს,რომ თუ დეპოზიტორები ფულის აღებას მოისურვებენ ამ ფულის გაცემა შეძლოს.მაგრამ თუ ახალი დეპოზიტების ნაკადი დაახლოებით ისეთივეა,როგორიც გასაცემი ფულის ნაკადი პირველ ეროვნულ ბანკს რეზერვში თავისი დეპოზიტების მხოლოდ ნაწილის შენახვა დასჭირდება.ამგვარად,პირველი ეროვნული ბანკი აირჩევს ახალ სისტემას,რომელსაც ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემა ეწოდება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის საფინანსო ინსტრუმენტები მონეტარული კონტროლისთვის

ვინაიდან ნაწილობრივი რეზერვის საბანკო სისტემაში ბანკები ფულს ქმნიან ,ფულის მიწოდებაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის კონტროლი არაპირდაპირია.როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს,მან უნდა განსაზღვროს,როგორ იმოქმედებს ამ გადაწყვეტილების სესრულება საბანკო სისტემაზე.ფედერალური სარეზერვო სისტემის განკარგულებაშია მონეტარული კონტროლის სამი ინსტრუმენტი:ოპერაციები ღია ბაზარზე,სარეზერვო მოთხოვნები და დისკონტის განაკვეთი.

ოპერაციები ღია ბაზარზე-ფედერალური სარეზერვო სისტემა ახორციელებს ოპერაციებს ღია ბაზარზე,როდესაც სამთავრობო ობლიგაციებს ყიდულობს და ყიდის.ფულის მიწოდებს გაზრდისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემა სამთავრობო ობლიგაციით მოვაჭრეებს ნიუ-იორკის ფედერალურ ბანკში ობლიგაციების ყიდვას ავალებს ქვეყნის ობლიგაციატა ბაზარზე.ის ფული რომელსაც ფედერალური მტავრობა ობლიგაციებსი იხდის,მიმოქცევასი არსებული დოლარების რაოდენობას ზრდის.ამი ფულის ნაწილი ნაღდი ფულის სახეს იღებს,ნაწილი კი საბანკო დეპოზიტებზე ინახება.

ოპერაციები ღია ბაზარზე იოლი სამართავია.ქვეყნის ობლიგაციათა ბაზარზე ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა იმ გარიგებების მსგავსია,რომლის განხორციელებაც ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია საკუთარი პორთფელისთვის.ამას გარდა ფედერალურ სარეზერვო სისტემას ფულის მიწოდების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ცვლილების მიზნით ნებისმიერ დღს შეუძლია ღია ბაზარზე ოპერაციების განხორციელება კანონებისა თუ საბანკო სისტემის ფუნქციონირების წესების მნისვნელოვანი შეცვლის გარეშე.ამიტომ ოპერაციები ღია ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის ის ინსტრუმენია რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ყველაზე ხშირად იყენებს.

სარეზერვო მოთხოვნები-ფედერალური სარეზერვო სისტემა სარეზერვო მოთხოვნებს იშვიათად იყენებს,რადგან ხშირი ცვლილებეი საბანკო საქმინაობაზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს.მაგ:როდესაც ფედი სარეზერვო მოთხოვნებს ზრდის,ზოგიერთი ბანკისთვის ეს დამღუპველი ხდება,რადგან ამით მისი რეზერვი იწურება,იმის მიუხედავად რომ დეპოზიტების რაოდენობა არ შეცვლიილა.შედეგად ბანკები იძულებული არიან,შეამცირონ კრედიტების გაცემა სანამ ახალი მოთხოვნების შესაბამის რეზერვებს არ დააგროვებენ.

დისკონტის განაკვეთი-ეს არის სარგებლის განაკვეთი იმ სესხებზე,რომელტაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ბანკებს გამოუყოფს.ბანკი ფედერალური სარეზერვო სისტემისგან მაშინ ირებს სესხს,როდესაც სარეზერვო მოთხოვნების შესრულებისთვის საკუთარი რეზერვების გაზრდა სურს.ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბანკის მიერ დიდი მოცულობის სესხის გაცემა ან ბოლო პერიოდში ბანკიდან დეპოზიტების მოჭარბებული გადინება.როდესაც ფედერალური სარეზერრვო ბანკი კომერციულ ბანკს ასეთ სესხს აძლევს,საბანკო სისტემის რეზერვები იზრდება,ეს კი ეკონომიკაში მეთი ფულის შექმნის საშალებას იზლევა.

ფედერალურ სარეზერრვო სისტემას ფულის მიწოდების შეცვლა დისკონტის განაკვეთის შეცვლის გზით შეუძლია.დისკონტის განაკვეთის ზრდა ამცირებს საბანკო სისტემის რეზერვების რაოდენობას,რაც თავის მხრივ,ფულის მიწოდებას ამცირებს.და პირიქით დისკონტის განაკვეთის შემცირება ბანკს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესიხს არებისკენ უბიძგებს,ზრდის რეზერვების რაოდენობას და ფულის მიწოდებას.

ფულის მიწოდების კონტროლისას წარმოქმნილი პრობლემები

ფედერალური სარეზერვო სისტემის სამი ინსტრუმენტი-ოპერაციები ღია ბაზარზე,სარეზერვო მოტხოვნები და დისკონტის განაკვეთი დიდ ზემოქმედებას ახდენს ფულის მიწოდებაზე.მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემის კონტროლი ფულის მიწოდებაზე სრულყოფიფლი არ არის.ფედერალური სარეზერვო სისტემა იზულებულია,ორ პრობლემას შეეჭიდოს,რომელთაგან თითოეული იმის შედეგად ჩნდება,რომ სულის მიწოდებას ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემა ქმნის.

პირველი პრობლემა ისაა რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ვერ აკონტროლებს ფულის იმ რაოდენობა,რომელსაც საოჯახო მეურნეობები დეპოზიტების სახით ბანკებში ინახავენ.რაც მეტ ფულს შეინახავს დეპოზიტზე საოჯახო მეურნეობა მით მეტია ბანკის რეზერვი და მით მეტი ფულის შექმნა შეუძლია საბანკო სისტემას,ხოლო რაც უფრო ნაკლებია საოჯახო მეურნეობების მიერ დეპოზიტზე შენახული თანხა,მით ნაკლებია ბანკის რეზერვი და მით ნაკლები ფულის შექმნა შეუძლია საბანკო სისტემას.

მონეტარული კონტროლის მეორე პრობლემა ისაა,რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ვერ აკონტროლებს იმ თანხებს,რომელთაც ბანკები სესხად გასცემენ.საბანკო დეპოზიტზე შენახული სული მხოლოდ მაშინ ქმნის მეტ ფულს,როდესაც ბანკი ამ ფულს სესხად გასცემს.მაგრამ ბანკებს შეუძლიათ,ფედის მიერ მოთხოვნილ დონეზე მეტი რეზერვები შეინარჩუნონ,რასაც ჭარბი რეზერვები ეწოდება.

ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა დეპოზიტებისა და ბანკირების ქცევაზეცაა დამოკიდებული.რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემას არ შეუძლია ეს ქცევა გააკონტროლოს ან ზუსტად იწინასწარმეტყველოს,ამიტომ ვერც ფულის მიწოდების სრულ კონტროლს ახერხებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *