MyAuto – ყველაზე პოპულარული ავტო საიტი

myauto
myauto.ge

ლაშა გიგიტეაშვილი არის პიროვნება, რომელმაც ხორცი შეასხაყველასათვის ცნობილ და პოპულარულ ვებ გვერდს – myauto.ge , ალბათ როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვისაც მაი აუტო ასოცირდება ავტომობილების ყიდვა-გაყიდვასთან. მიუხედავად ამ მწირი ინფორმაციისა, რომელიც თქვენ მოგეპოვებათ, არის ისეთი დეტალებიც, რომელთა ცოდნაც აუცილებლად დაგაინტერესებთ, როგორც საიტის ერთგულ მომხმარებელს.

ყველაფერი დაიწყო 2003 წელს, დიახ არ მოგესმათ. სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში მანქანები ძალიან მწირად მოძრაობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ინტერნეტი და კომპიუტერი ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, იდეა იმდენად სწორად იყო შერჩეული, ვებ გვერდმა სწრაფად განიცადა პროგრესირება და მის ძირითად შექმნის მიზანს ძალიან მალე მიუახლოვდა.

myauto.ge – ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ მომხმარებლები ვებ გვერდს, მანქანებისთვის სურათის გადაღებაზე უარს გვეუბნებოდნენო, რაც იმ პერიოდისთვის არ არის გასაკვირი. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მათ რწმენა არასდროს დაუკარგავთ და იცოდნენ, რომ სიტუაცია ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიცვლებოდა. მართლაც, მათ მოიპოვეს მომხმარებლების ნდობა და ბიზნესმაც სწრაფად დაიწყო პროგრესირება.

MYAUTO – რამდენი ადამიანია დასაქმებული?

როგორც საიტის დამფუძნებელმა აღნიშნა, თავიდან ოთხნი ყოფილან. თვითონ, მისი ძმა და 2 ფოტოგრაფი გოგონა. თუმცა ხდებოდა კადრების ცვლილება. დღეს კი დაახლოებით 10 მდე ადამიანი არის დასაქმებული ვებ გვერდის ადმინისტირებასა და ფუნქციონირებაში. ბუღალტერი, კონტენტ მენეჯერი, პროგრამისტები და ასე შემდეგ.

საიდან აქვს შემოსავალი საიტს?

ვებ გვერდი თავიდან სრულიად უფასო იყო ყველა ტიპის განცხადებებისთვის, თუმცა დაემატა VIP განცხადებები, რომლებიც ფასიანია. მიუხედავად ამ სახის მომსახურების დამატებისა, საიტის ძირითადი შემოსავალი არის სარეკლამო ბანერებიდან, რომლებიც არის საიტზე გნთავსებული.

ზოგადი მიმოხილვა

ქართული ინტერნეტ სივრცის წარმომადგენლებს შორის, myauto მეექვსე ადგილს იკავებს, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია, იგი 43 საფეხურით აღემატება მის უშუალო კონკურენტს. როგორც საიტის დამფუძნებელი აცხადებს, საიტზე დღეში 4000 განცხადება ემატება, კვირაში 28 000.