saqartvelos banki

საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი კომერციული დაწესებულება, რომელიც ბაზრის წილით აღნიშნულ ნიშაში მხოლოდ თიბისი ბანკს ჩამორჩება.  ამ ბანკს უკავია ბაზრის 1/3  მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), საერთო სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და  დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%).

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს:
  • საცალო საბანკო და კორპორატიული
  • საბროკერო
  • სადაზღვევო და ჯანდაცვის დაგროვილი ქონების მართვის
  •  სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს.

საქართველოს ბანკი

 saqartvelos banki ჯამში ემსახურება 2.2  მილიონ მომხმარებელს, ბანკ აქვს ფილიალების ძალან ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონს (275 სერვისცენტრი), ბანკს აქვს ყველაზე მეტი ბანკომატის ქსელი საქართველოში (827 ბანკომატი), 2,789 თვითმომსახურების ტერმინალი. საქართველოს ბანკი მის მომხმარებელს სთავაზობს 24 საათიან სატელეფონო მომსახურებას საჭიროების შემთხვევაში.
  • ანგარიშები
  • ბარათები
  • ანაბრები
  • სესხები
  • გზავნილები
  • დისტანციური მომსახურება

უნივერსალური ანგარიში ანუ იგივე საბარათე ანგარიშია და მასზე არსებული ანგარიშის განკარგვა კი პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი. უნივერსალური ანგარიშის გახსნა შესაძლებელია 4 ვალუტაში, (ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი) რომლებიც მიბმულია პლასტიკურ ბარათზე.იმისთვის, რომ გახსნათ უნივერსალური ანგარიში, არ მოგიწევთ დამატებით ფულის გადახდა. მოგიწევთ გადაიხადოთ მხოლოდ ბარათის დამზადებისთვის. აღნიშნული ანგარიშით სარგებლობისთვის თვეში მხოლოდ 1 ლარის გადახდა მოგიწევთ.უნივერსალური ანგარიში საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ სხვადასხვა ტრანზაქციები

  • თანხის შეტანა-გამოტანა
  • ჩარიცხვა-გადარიცხვა
  • კონვერტაცია

ასევე მიიღებთ შემდეგი ტიპის საბანკო მომსახურებას:

  • ინტერნეტბანკი
  • მობილბანკი
  • ტელეფონბანკი
  • ავტომატური გადახდები
  • მუდმივი საგადასახადო დავალება

საბანკო ოპერაციების შესრულება შეგიძლიათ დისტანციურად, ან ნებისმიერ საქართველოს ბანკის ფილიალში ადგილზე მისვლით.

სესხები

საქართველოს ბანკი გთავაზობთ სესხების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ თქვენთვის სასურველი შესყიდვა ან მოქმედება.

ავტოსესხი

  • ახალი ან მეორადი ავტომანქანისთვის
  • ავტოსესხი ავტოდილერებისათვის

სამომხმარებლო სესხი

  • სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით
  • სესხი მანქანის უზრუნველყოფით

სესხი გზავნილიდან, მიღებული შემოსავლით, მომენტალური განვადება, ონლაინგანვადება, სტუდენტური სესხი, SMS სესხი , SMS განვადება, სალომბარდე სესხი, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი, ენერგოკრედიტი , სასკოლო სესხი , საკრედიტო შენატანის დაზღვევა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ბანკი გტავაზობთ უამრავი სახის სესხებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია სესხებით.

saqartvelos banki

ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პასუხისმგებლობას და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც მიმართულია სოციალური თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. საქართველოს ბანკი ძირითად აქცენტს აკეთებს განათლებაზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან გახსნა ერთ-ეთი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უნივერსიტეტი, რომელიც მისი სახელის ქვეშ ფუნქციონირებს.


საკონტაქტო ინფორმაცია

  • სატელეფონო ცენტრი – (+995 32) 2 444 444
  • ელფოსტა – customerservice@bog.ge

სათავო ოფისის მისამართი

  • საქართველოს ბანკის სათავო ოფისი:
    საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქუჩა N29ა.