ccloan.ge – ვითარდება მსოფლიო, ამ გავითარებას კი თან მისდევს თითქმის ყველა ინდუსტრიულ-აგრარული სფერო, ყველა მომსახურეობა თუ საქონელ წარმოება.თუ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მივიღებთ მხედველობაში, მათი ეკონომიკური სტრუქტურა საბაზრო ძალებს ემყარება, მათი წარმატების ფორმულა თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენტუნარული ბაზრების არსებობაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მშპს სტრუქტურის პროცენტული დაყოფა ბოლო რამდენიმე საუკუნეში მკვეთრად შეიცვალა, თუ XVII-XVIII საუკუნეებში ამ სტრუქტურაში სოფლის მეურნეობა სჭარბობდა დღეს XXI საუკუნეში – მომსახურების სფერო ლიდერობს, თუ გადავხედავთ მსოფლიოს ეკონომიკურად წამვან  ქვეყნებს, მაგალითდ: გერმანია, აშშ, იაპონია – მათი მშპს სტრუქტურის უდავოდ წამყვანი სფეროა მომსახურების სფერო. საქართველოც ერთ-ერთ განვითარებად ქვეყანად მოიაზრება, საქართველოშიც მომსახურების სფერო აჭარბებს დანარჩენ სხვა სფეროებს.

საქართველოს ბაზარს თვალს თუ გადავავლებთ, შევამჩნევთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი და შესაბამისად, კონკურენტული სფერო არის ონლაინ სესხების ბაზარი. არსებობს N რაოდენობით მიკროსაფინანსო თუ სასესხო კომპანია, რაც მომხმარებელთა ურიცხვმა რაოდენობამ წარმოშო. 2016 წლის მიწურულს, კითხვისნიშნის ქვეშ დადგა ამ სფეროს არსებობის საკითხი, რადგან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალებოდა, რასაც დიდი აჟიოტაჟ მოჰყვა. შედეგად, შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოხდებოდა არა მათი სამუდამოდ გაუქმება, არამედ რეგულირება. ეს ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რადგან ონლაინ სესხების მოწინაღმდეგეებთან ერთად, არსებობს უამრავი მოსურნე. ჩვენ დაგეხმარებით შეადაროთ ონლაინ სესხები, რაც გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *